სხვა

ჩოგბურთი

კირიოსმა ჯოკოვიჩს დასცინა და იქვე ნადალსაც წაკბინა

AutoSharing Option
ავტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირიოსმა ბრიტანელ კოლეგა ენდი მარისთან "ინსტაგრამ" ლაივის დროს საუბრისას მსოფლიოს პირველ და მეორე ჩოგნებზე: ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალზე ისაუბრა.

"ჩემი აზრით, ენდი, შენ ერთ-ერთი საუკეთესო კარიერა უნდა გქონოდა ყველაფერი რიგზე რომ ყოფილიყო. არ ვაპირებ დაპირისპირებისა და შუღლის გაღვივებას, მაგრამ ბიჭო, რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ შენ ჯოკოვიჩზე გაცილებით უკეთესი ჩოგბურთელი ხარ.

სოციალურ ქსელებში ხალხი ლაპარაკობს, "რას ამბობთ, ჯოკოვიჩმა ამდენი დიდი სლემი მოიგო." მოიცა რა, ჯოკოვიჩი ჩემს მოწოდებაზე დოჯბოლს (სპორტის სახეობა) თამაშობდა, აღებასაც ვერ ახერხებდა. შენ კი ჩემს
პირველ ჩაწოდებასაც უმკლავდებოდი."

ნიკმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და იქვე, რაფაელ ნადალზეც მისთვის სასიამოვნო ამბავი გაიხსენა, როცა 2014 წლის მონრეალის მასტერსის შესახებ საუბრობდა, რომლის ფინალშიც ავსტრალიელი მარისთან დამარცხდა.

"იმ დღეს ენდი, შენ წინააღმდეგ თამაშისას თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს არ ვიცოდი რა იყო ჩოგბურთის თამაში. პირველი 4 გეიმის შემდეგ მატჩის მიტოვება მინდოდა.

არა და იქამდე ნადალს "უიმბლდონზე" ძალიან ადვილად მოვუგე და ვიფიქრე, რომ შენთანაც მქონდა შანსი. როცა ისეთ მოწოდებებს იღებდი, რასაც რაფა ვერ უმკლავდებოდა, გავიფიქრე: "შარში ვარ!"

მომზადებულია Marca-ს მიხედვით