ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც "ინტერპრესნიუსს" ოჯახმა მიაწოდა, აღნიშნულია, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

მათივე ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა.

პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ,
რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშის მეურვეობისა.

ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამრთლომ განიხილა, და ბასილაშვილის დედა გაამართლა.

რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.

სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს“ , - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო IPN

მკითხველის კომენტარები / 8 /
პირადად მე ნიკას გულშემატკივარი ვარ! დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ფასეულობებში სერიოზულად რომ გვიჭირს უდაოა. ამას სერიოზული მიზეზები აქვს და ოჯახის დონეზე ვერ მოგვარდება. P.$. ნიკას ბოლოდროინდელ შედეგებს ეტყობიდა რაღაც რომ არ ჰქონდა წესრიგში. მეუღლესთან უთანხმოება მის ფსიქოლოგიას დაანგრევდა, რაც კორტზე ჩანდა. და მაინც არ მჯერა რომ მან მეუღლეზე ფიზიკურად იზალადა!!!
G.A.L.
25 მაისი 2020 12:17
2
ღრმად მწამს, ისეთი პატიოსანი, გაწონასწორებული და მდგრადი ფსიქოლოგიური თვისებების მატარებელი პიროვნება, როგორიც ნიკოლოზ ბასილაშვილია, მით უფრო მცირე წლოვანი შვილის თანდასწრებით, ძალადობას არ ჩაიდენდა
ნუგზარი
25 მაისი 2020 10:24
2
კარგი ცოლი ღვთის წყალობაო ნათქვამია თუმცა დღეს როცა ოჯახების უმრავლესობა დანგრეულია ან დაშორებულია ათასობით კილომეტრობით ცოლი გაღმაა ქმარი გამოღმა როგორ უნდა გაიზარდოს შვილი ოჯახური სითბონანახი არა ააქვს და რა უნდა შექმნას მატერიაზე დამოკიდებული დღევანდელი გოგონები ორ კატეგორიად არიან გაყოფილი ერთნი მეჯართე " ჟეშტიანშიკები" მეორე მეწვრილმანე "ტრიაპაშნიკები" პირველებს მანქანებზე გაურბით თვალი და მზად არიან პირველივე მანქანაში ჩახტნენ და მეორე შმოტკებზე და ჩაცმა ტანდაცმელს უყურებენ მხოლოდ რის შინაგანი სამყარო რა ფასეულებები გოიმებად და გარეკილებად თვლიან
კახა
25 მაისი 2020 01:36
3
ბოდიშის მოსახდელი თქვენ ნამდვილად არაფერი გაქვთ!! პირიქით დიდი მადლობა, ასეთი ღირსეული ქართველის აღზრდისათვის!!! მესმის თქვენი მდგომარეობა, მაგრამ ცხოვრებაში ხდება ასეთი რაღაცეები და მთავარია ღირსეულად გადალახოთ ეს გაუგებრობა!!! უბრალოდ არ გაგიმართლათ, შეგხვდათ ადამინი, რომელიც იზრდებოდა გასხვავებულ ოჯახში და ის ფასეულობები, რომლებიც თქვენი ოჯახისთვის წმინდაა, მისთვის არ იყო ფასეული!!! მე, ნიკას ერთ-ერთი გუშემატკივარი , ვგრძნობდი, რომ ნიკას შინაგანი დსკომფორტი ჰქონდა , მიზეზსაც ვხვდებიდი და ვიცოდი , რომ ასეთ მდგომარეობაში შედეგის მიღწევა წამოუდგენელი იყო!!! ის კი არა , ბედნიერი ვიყავი ჰამბურგი რომ მოიგო მეორედ, მაგრამ მიკვირდა თუ როგორ შეძლო ასეთი მობილიზება!!! ისე პირველად, რომ მოიგო ჰამბურგი მეც გერმანიში ვიყავი, ოღონდ ვიბრძოდი ერთ-ერთ კლინიკაში და ნიკამ გადამატანინა ის მძიმე დღეები!!! ახლა მთავარია, რომ ნიკას გვერდზე დაუდგეთ, როგირც ოჯახი და ყველა მისი ახლობელი, ამაში ეჭვიც არ მეპარება, ასევე ყვეა მისი ნამდვილი გულშემატკივარი!!! დღეს ერთ-ერთ კომენტარში დავწერე, რომ იმდენად დარწმუნებული ვარ ნიკას პატიოსნებაში, რომ ვამბობ , მე დღეს ვარ ნიკა ბასილაშვილი!!!
დათო
24 მაისი 2020 22:35
2
ზოგი ქალი ისეთი ავი და კაპასია, რომ რკინის ნერვები უნდა გქონდეს თავი შეიკავო. ამ ქალს ეტყობა მაგარი შანტაჟისტკა ვინმე იქნება გამოიყვანდა წყობრიდან და გადაეკეტა ალბათ ნიკასაც გონება და ვეღარ მოზომა, თუ ეს სიმართლეა. ამ ქართველმა ქალებმმა ერთი რამ შეიგნონ, რომ არ უნდა აყვნენ ჩხუბში მეუღლეებს, ისედაც ხასიათით ფიცხები ვართ ქართველები, ზოგადად კავკასიელები და ეს გაითვალისწინეთ ქალებო! ქართველი კაცი კი თავისი ხასიათიდან გამომდინარე არ მოუთმენენ ცოლებს.
წარმატება ნიკას!
24 მაისი 2020 22:05
10
ხოოო, კარგად რო ვერაა საქმე ყოველთვის ცხადი იყო, მარა იმაზე უარესად ყოფილა, ვიდრე მეგონა :( ფიცხი კიარა, @#& ხასიათი გვაქვს ქართველ კაცებს
მიჩინიო
25 მაისი 2020 07:26
4
7 ლაიქი რო აქვს ამ კომენტარს და 1 დისლაიქი მანდ გვაქვს "დარხეული"...
მე დარწმუნებული ვარ რომ უდანაშაულოა და ამიტო ვუჭერ მხარს და თუ დამნაშავეა, ჩვენი წინაპრები საფლავში ტრიალს დაიწყებენ ამ კომენტარის წაკითხვისას... :-/
რა მაფიაა?
25 მაისი 2020 01:09
2
შეცდომა ძვირი ჯდება ნიკოლოზ. კანონმდებლობა ქალების ჯიბეზეა მორგებული, ამას ქალები იყენებენ, მაგრამ თუ ერთხელ გადაუხდი, მეორედაც მოითხოვს.
აკაკი
24 მაისი 2020 21:40
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული