ბასილაშვილი: არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან, სიმართლეს სასამართლოში აუცილებლად დავამტკიცებ

AutoSharing Option
ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. ბასილაშვილის განცხადება მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განათავსა.

როგორც ბასილაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და სჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში ადვოკატების დახმარებით დაამტკიცებს.

ბასილაშვილი მხარდამჭერებსაც მიმართავს და მადლობას უხდის.

„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

რაც შეეხება 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე
სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე. ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“ , - აცხადებს ბასილაშვილი, რომლის განცხადებასაც ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის, ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

წყარო IPN

მკითხველის კომენტარები / 17 /
ნიკა გამაგრდი ძმაო და წინ გაიხედე! შენ ქართველების სიამაყე ხარ და ყველანი ამ განსაცდელის დროს გვერდით გვიგულე!!! რაც მოხდა ძალიან ცუდია, მაგრამ ზოგჯერ ოჯახურ ცხოვრებას მოყვება ხოლმე "მოსახდელი ვირუსები", ხომ იცი გამონათქვამი "სადაც ვიწროა იქ გაწყდესო", ასე რომ ესეც ჩაივლის და ამ ნეგატივსაც უკან მოიტოვებ! მით უმეტეს, თურმე ქორწინებას გეგმავ, ხოდა მიხედე ახალ სიყვარულს ძმაო და ძველი უსიამოვნება წარსულს გაატანე! წარმატებები და ბევრი სიხარული ნიკა ბასილაშვილს!
პაატა
25 მაისი 2020 16:49
1
ძალადობა მიუღებელია და დიდი შეცდომაა, თუნდაც ამ ქალის პროვოცირებით იყოს მომხდარი.
ადამიანზე ხელის აღმართვა ვერ გამართლდება. რაც გინდა პროვოცირებული იყოს და დადგმული იყოს. არ არსებობს.
მეორეს მხრივ, თუ არაფერი არ ყოფილა და ეს ქალი ბასილაშვილის ფინანსურ შესაძლებლობეს ადგამს თვალს, რაც სულაც არაა გამორიცხული, მაშინ ამასაც სერიოზული დასჯა უნდა მოყვეს.
25 მაისი 2020 15:57
2
გოლდ დიგერია ეს ქალი.
წარმომიდგენია როგორ ითვლის უკვე ოცნებაში ათიათასებს რომლებსაც ამ საცოდავ ბასილაშვილს წაგლიჯავს ეხლა ეს ქალი. ამ ყველაფერში მას ხელს შეუწყობს ქალების დაცვის მოტივითჩაციკლული ჩვენი სასამართლო და ჩვენი გამოშტერებული საზოგადოება. ცალკე ქალების უფლებებზე ლაპარაკლი მარაზმია. არ არსებობს ქალის და კაცის უფლება. დღე ჩვენს საზოგადოებაში კი ქალთა უფლებებზე უფროა აქცენტი. ადამიანის უფლებები არსებობს და არა სქესების.
ჯერი
25 მაისი 2020 15:50
0
100.000 გირაო რა ამბავია, ტერორისტული აქტი ხომ არ ჩაუდენია ბასილაშვილს. ეს არაა მიზანმიმართული ზეწოლა ადამიანზე? გაუფრთხილებლობით მკვლელობებზე 20-30 ათას გირაოს აწესებენ და ბასილაშვილზე რატოა ამდენი? რას ერჩიან ამ კაცს? ჯერ ეს პროკურატურაც იმწუთას პატიმრობას რომ ითხოვს, რა სისულელეა. კაცი ხომ არ მოუკლავს.
ჯერი
25 მაისი 2020 15:46
0
ყველა შემთხვევაში ერთერთი უნდა დაისაჯოს. თუ დამტკიცდება, რომ მართლა სცემდა, მაშინ ბასილაშვილი, თუ დამტკიცდა, რომ ტყუილია და რაღაც მიზნით ექს ცოლმა მოიგონა, მაშინ თავად ეს ქალბატონი, ჩირქის მოცხებისთვის, რეპუტაციის შებღალვისა და ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების თვის. ნეიტრალური დასასრული არასწორი იქნება.
Baxt
25 მაისი 2020 13:35
0
ჩვეულებრივი გოლდ-დიგერის დადგმული პროვოკაციაა. იმედია ნიკოლოზი გამართლდება
gaga
25 მაისი 2020 12:28
4
გამომძალველი ქალის დადგმული პროვოკაცია. ახლა ჩაქოლავენ ამ საცოდავ ბასილაშვილს და ფულსაც აახევენ კარგა ბლომად.
25 მაისი 2020 09:50
4
ძალიან გავს ფულის გამოძალვის მიზნით წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას.
ნუკრი
25 მაისი 2020 07:29
3
კაცმა მოგებული სეტები დათმო. პოტენციურად ათეულის მოთამაშეა და ლამის ასეულიდანაც გამოვარდეს. ოჯახში ჰქონია ომი და ამისთანა ფსიქოზის დროს გარეთ რა წარმატებას მიაღწევდა. ერთი ნორმალური ჩოგბურთელი გვყავს და მანამ არ მოისვენებენ, სანამ საერთოდ არ დაანებინებენ თავს. ხელები შორს ნიკოლოზისაგან. ვაცალოთ ამ კაცს ჩოგბურთის თამაში და საქართველოს სახელის დაცვა.
კოკო
25 მაისი 2020 00:52
1
Basilashvili magaria. Imedia daamtkicebs simartles. Provokaciaa Mia mimart
Ggg
25 მაისი 2020 00:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული