სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შეიძლება ნოვაკ ჯოკოვიჩი დაჰკითხონ

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შეიძლება მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს. "პირველ არხს" ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, რომ ეს საკითხი აქტიურად განიხილება:

"ზუსტ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინი, ვისთვისაც გარკვეული ფაქტებია ცნობილი. მაგალითად, ამერიკის ღია პირველობაზე, როდესაც ქალბატონი ნეკა ჩავიდა და გარკვეული ინციდენტი მოხდა, მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. ამ ეტაპისთვის სხვას ვერაფერს გეტყვით".

ადვოკატი ამბობს, რომ ბასილაშვილი ჯოკოვიჩს ესაუბრა და მან
მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

altბასილაშვილის ადვოკატი: დოროყაშვილი ყველა შეჯიბრების წინ ნიკას წყობიდან გამოყვანას ცდილობდა, US OPEN-ზე ფარულად შეაღწია და სკანდალიც მოუწყო [VIDEO]

altადვოკატების ომი დაიწყო - ბასილაშვილი 100 000 დოლარის გადახდაზე ამბობს უარს, ყოფილი მეუღლე - მტკიცებულებების გასაჯაროებაზე

altმოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია - სეოკმა ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

altშოთა არველაძემ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

altბასილაშვილი: არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან, სიმართლეს სასამართლოში აუცილებლად დავამტკიცებ

altნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

altბასილაშვილი დაკავებულია - სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ასევე დაგაინტერესებთ