ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს უბრუნდება

AutoSharing Option
2020 წელი განსაკუთრებით რთული იყო პროფესიონალი ჩოგბურთელებისათვის, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო შეჯიბრების უმრავლესობა გაუქმდა და სეზონი მხოლოდ აგვისტოში განახლდება, მათ შორის, ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვისაც.

ნიკოლოზი მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში გასამართ შეჯიბრებაში მიიღებს, რომელიც სტარტს 14 აგვისტოს აიღებს. აღსანიშნავია, რომ შარშან ბასილაშვილს ამ ტურნირზე არ უთამაშია და ქულებიც არ აქვს დასაცავი.

შეჯიბრებაში იასპარეზებენ მსოფლიოს მე-4 ჩოგანი დანილ მედვედევი, მე-15 ჩოგანი სტეფანოს ციციპასი, ასევე - დავიდ გოფინი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, კეი ნიშიკორი და სხვა წამყვანი ჩოგბურთელები.

მოგეხსენებათ, შეჩერებული სეზონის
გამო რეიტინგიც უცვლელად დარჩა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიოს 27-ე ჩოგანია.


altბასილაშვილის ადვოკატი: დოროყაშვილი ყველა შეჯიბრების წინ ნიკას წყობიდან გამოყვანას ცდილობდა, US OPEN-ზე ფარულად შეაღწია და სკანდალიც მოუწყო [VIDEO]

altბასილაშვილი: არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან, სიმართლეს სასამართლოში აუცილებლად დავამტკიცებ




მკითხველის კომენტარები / 21 /
ნიკოლოზს წარმატებას ვუსურვებ!
გუჯა კახაძე
19:32 15-07-2020
0
კორბენა ხარ თუ ვიღაც სლე! ერთი გამოთქმაა: უნამუსოს აფურთხებდნენ და რა მაგარი წვიმა მოდისო! ასეა შენი საქმე. მიხვდები ალბათ რასაც ვგულისხმობ თუ ის კორბენა ხარ.ეს ერთი,ახლა მეორე- შენ რა იცი რომ მოძალადეა ნიკა? მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ იმ ქალბატონმა იჩალიჩა ყველაფერი ნიკასთვის დიდი ფულის ახევისა და მერე გულაობის გამო.ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავს და შენ რომ მიადექი და ლანძღავ ადამიანს ეგ რა კაცობაა? თუმცა შენ ალბად კაცობისგანაც შორსა ხარ! ასე რომ დაყენდი!
მე
22:22 15-07-2020
0

სიახლეები პოპულარული