სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს უბრუნდება

AutoSharing Option
2020 წელი განსაკუთრებით რთული იყო პროფესიონალი ჩოგბურთელებისათვის, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო შეჯიბრების უმრავლესობა გაუქმდა და სეზონი მხოლოდ აგვისტოში განახლდება, მათ შორის, ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვისაც.

ნიკოლოზი მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში გასამართ შეჯიბრებაში მიიღებს, რომელიც სტარტს 14 აგვისტოს აიღებს. აღსანიშნავია, რომ შარშან ბასილაშვილს ამ ტურნირზე არ უთამაშია და ქულებიც არ აქვს დასაცავი.

შეჯიბრებაში იასპარეზებენ მსოფლიოს მე-4 ჩოგანი დანილ მედვედევი, მე-15 ჩოგანი სტეფანოს ციციპასი, ასევე - დავიდ გოფინი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, კეი ნიშიკორი და სხვა წამყვანი ჩოგბურთელები.

მოგეხსენებათ, შეჩერებული სეზონის
გამო რეიტინგიც უცვლელად დარჩა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიოს 27-ე ჩოგანია.


altბასილაშვილის ადვოკატი: დოროყაშვილი ყველა შეჯიბრების წინ ნიკას წყობიდან გამოყვანას ცდილობდა, US OPEN-ზე ფარულად შეაღწია და სკანდალიც მოუწყო [VIDEO]

altბასილაშვილი: არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან, სიმართლეს სასამართლოში აუცილებლად დავამტკიცებ




ასევე დაგაინტერესებთ