ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 27-ე ჩოგანი დიდხნიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა და გერმანიაში, საგამოფენო ტურნირზე ითამაშა.
ნიკოლოზის მეტოქე საშა ზვერევის (7) უფროსი ძმა, მიშა ზვერევი (257) იყო, რომელთანაც ქართველი 2 სეტში დამარცხდა - 5:7, 1:6.
ბასილაშვილს დღეს, 28 ივლისს იულიან ლენცთან (250) უნდა ეთამაშა, თუმცა შეხვედრა გაუქმდა.
წესით, ქართველი ჩოგბურთელი ვაშინგტონის ტურნირზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ის შეჯიბრება აღარ გაიმართება.
ავსტრალიის ღია პირველობა: ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ მატჩში გაიმარჯვა [VIDEO]
ნიკოლოზ ბასილაშვილი კარანტინში სინატრას ჰანგებზე ამღერდა [VIDEO]