ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატი მასტერსის პირველ წრეში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან 4:6, 1:6 დამარცხდა.
ეს კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ბასილაშვილის პირველი მატჩი იყო და 20 წლის მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია, როდესაც 4:3 დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ წააგო.
მატჩი 1 საათი და 18 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილი ოჟე-ალიასიმს მესამედ შეხვდა და მესამე მარცხი განიცადა.
ახლა ნიკოლოზი ამერიკის ღია პირველობისთვის შეუდგება სამზადისს.