ჯოკოვიჩის დისკვალიფიკაციის მიზეზიც ეს იყო... - US Open-ის მთავარი მსაჯი

AutoSharing Option
US Open-ის მთავარმა მსაჯმა სიორენ ფრიმელმა ისაუბრა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, თუ რატომ დაისაჯა ნოვაკ ჯოკოვიჩი დისკვალიფიკაციით კარენო-ბუსტასთან მიმდინარე მატჩის დროს.

"ჯოკოვიჩმა მსაჯს მოარტყა და ტრავმა მიაყენა. ეს ფაქტია. ჩემთვის მთავარი იყო იმის ზუსტად გაგება, რაც მოხდა. სუპერვაიზერმა და კოშკურის მსაჯმა ყველაფერი მომახსენეს. პროტოკოლშივე წერია, რომ მე ნოვაკსაც ვესაუბრე.

ჯოკოვიჩმა მომხდარის საკუთარი ხედვა გამაცნო. თუმცა, ცხადი იყო, რომ მან ბურთი ხაზის მსაჯს კისერში მოარტყა. სწორედ ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი დისკვალიფიკაციის შესახებ.

ჩემთან საუბრისას ნოვაკი
დაჟინებით ამბობდა, რომ მსაჯს შემთხვევით მოარტყა და ამის გამო მისი შეჯიბრებიდან მოხსნა არ შეიძლებოდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მას ეს განზრახ არ გაუკეთებია, თუმცა რეალობა ასეთია - ჯოკოვიჩმა მსაჯს ბურთი გაარტყა და ტკივილი მიაყენა", - განაცხადა ფრიმელმა.

მსაჯმა დააკონკრეტა, რომ ამ შემთხვევაში ვიდეოგამეორება არ გამოიყენება, გადაწყვეტილების მიღებისას კი "კისერში მოხვედრის დროს ბურთის სისწრაფეც" იქნა გათვალისწინებული. 

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


altჯოკოვიჩმა ქალ მსაჯს ბურთი გაარტყა და ტურნირიდან მოხსნეს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 5 /
ასეთი უსამართლობა კარგა ხანია არ მინახავს! ჯოკოვიჩის ადგილზე ამერიკის ღია პირველობას ბოიკოტს გამოვუცხადებდი. აქვს ამის ძალაუფლება ნოვაკს და შესაბამისად ამერიკის ღია უფრო იზარალებდა ვიდრე თვითონ.
შეტევა
07 სექტემბერი 2020 17:05
9
აბა ჯოკოვიჩი ამერიკელი ყოფილიყო!??...
არაამერიკელი, მით უმეტეს მართლმადიდებელი სერბის წარმატებები ყველას კი არ უხარია!..
ეგეთი დათვური სამსახურით აღებული ტიტული თვითონ სპორტსმენისთვისაა ცუდი - მთელი ცხოვრება ეჭვი გამოუღრღნის გულს, რადგან მთავარი მეტოქე არ დაუმარცხებია, ის უსამართლო მსაჯებმა დაამარცხეს ანუ მოხსნეს ტურნირიდან!!....
გაიოზი
07 სექტემბერი 2020 19:57
13
სერენა ამერიკელი არ იყო თან ფინალიდან რომ მოხსნეს რამოდენიმე წლის წინ ზუსტად მანდ?
NN
08 სექტემბერი 2020 00:58
3
Guls gamoyrnis ara kvaxi kide sul pexebze ar kidia
Kutaisi
08 სექტემბერი 2020 01:01
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული