სხვა

ჩოგბურთი

ნადალი "როლან გაროსით" უკმაყოფილოა

AutoSharing Option
"როლან გაროსის" ყოველგზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი, ტურნირზე შექმნილი პირობებით უკმაყოფილოა.
"გარეთ 9 გრადუსია, ექსტრემალური პირობაა ღია ცის ქვეშ ტურნირის ჩასატარებლად. სავარაუდოდ ყოველ დღე იწვიმებს, ქარი და სიცივე
შეგვაწუხებს. რაც მთავარია ბურთების მდგომარეობა, წინა წლებთან შედარებით ძალიან განსხვავებულია. ბურთები უბრალოდ
ქვასავით არის ასეთ ამინდებში. მაგრამ ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ. ყველა სირთულე საუკეთესო ხერხებით და გზებით უნდა
გადავლახო. ყველა იმ როლან გაროსებიდან, რომელიც მითამაშია ეს ყველაზე ექსტრემალური გათამაშება იქნება. ჭილსონ-მა გაროსისთვის ბურთები პირველად დაამზადა და ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გამოსასწორებელი. ეს ბურთები, საშიშია
მხრებისა და
იდაყვებისთვის. ორგანიზატორებმა აუცილებლად უნდა გააანალიზონ ყველაფერი, ტურნირის დასრულების შემდეგ. - ციტირებს
ლეგენდარულ ესპანელს თენნის ჭორლდ-ი.
ასევე დაგაინტერესებთ