სხვა

ჩოგბურთი

ნადალის მორიგი მარტივი გამარჯვება '' როლანდ გაროსზე''

AutoSharing Option
საფრანგეთში მიმდინარე ''რონალდ გაროსის'' ტურნირზე რაფაელ ნადალმა საკმაოდ მარტივად გაიარა ამერიკელი მაკენზ მაკდონალდის ბარიერი და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეხვედრა ერთ საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. ესპანელმა ძალიან იოლად, სამ სეტში იმარჯვა: 6:1, 6:0, 6:3.

რაფას შემდეგი მეტოქე მსოფლიოს 74-ე ჩოგანი, იტალიელი სტეფანო ტრავალიაა. შეგახსენებთ, რომ "როლანდ გაროსი" ყველაზე მეტჯერ (12) სწორედ რაფაელ ნადალს აქვს მოგებული.

ამ დროისთვის ნადალი მსოფლიო რეიტინგში მე-2 ადგილზე იმყოფება და ნოვაკ ჯოკოვიჩს ჩამორჩება.

ასევე დაგაინტერესებთ