ფედერერმა ნადალს "როლან გაროსზე" ისტორიული გამარჯვება ემოციურად მიულოცა

AutoSharing Option
გუშინ, 11 ოქტომბერს, რაფაელ ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობა მე-13-ედ მოიგო და დიდი სლემის მოგებათა რაოდენობით ლეგენდარულ როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა.

როჯერმა რაფას მიმართულებით თბილი სიტყვები არ დაიშურა და ისე მიულოცა:

"ჩემს მეგობარ რაფას ყოველთვის ვაფასებდი. ვაფასებდი, როგორც ადამიანსა და ჩემპიონს. უამრავი წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთის ყველაზე დიდი კონკურენტები ვიყავით და ვფიქრობ, ერთმანეთს ბიძგს ვაძლევდით რათა ვყოფილიყავით საუკეთესოები.

ჩემთვის დიდი პატივია მივულოცო რაფას დიდი სლემის ტურნირზე მე-20 გამარჯვება. გასაოცარია, რომ მან "როლან გაროსზე" გამარჯვება მე-13-დ მოახერხა, რაც ამ სპორტის სახეობაში უდიდესი მიღწევაა. ასევე
ვულოცავ მის გუნდს, რადგან მარტო ამას ვერავინ მიაღწევს. იმედი მაქვს, 20 ჩვენს გზაზე მხოლოდ ნაბიჯია. რაფა, შენ ეს დაიმსახურე."

Sportall.Ge

ნადალმაც პრესკონფერენციაზე ფედერერის მიმართულებით  თბილი სიტყვები განაცხადა: "ვფიქრობ, ის ბედნიერია, როცა მე ვიგებ; მე კი ის მიხარია, როცა ის თავის საქმეს კარგად ასრულებს."


altაბსოლუტური დომინაცია - ნადალმა როლან გაროსი მეცამეტედ მოიგო![VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული