სხვა

ჩოგბურთი

ჩორიჩმა სანქტ-პეტერბურგში ზედიზედ მეორე ფინალი წააგო - რუბლევი ჩემპიონია

AutoSharing Option
სანქტ-პეტერბურგის ღია პირველობის ფინალურ რაუნდში ანდრეი რუბლევი ბორნა ჩორიჩს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2 სეტში გაიმარჯვა.

მატჩის პირველი ნახევარი განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა. რუსმა ჩოგბურთელმა მეტოქეს ტაიბრეიქში 5:7 აჯობა და ყველაფერთან ერთად, ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვა. მეორე სეტში განხორციელებული ერთი ბრეიქით კი მშობლიური ქვეყნის პრესტიჟული გათამაშება მოიგო.

საინტერესოა, რომ ჩორიჩი სანქტ-პეტერბუგის ღია პირველობის ფინალში გასულ წელსაც იყო. მაშინ, ამ უკანასკნელმა მედვედევთან წააგო.

altანდრეი რუბლევი: ამ ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ზედიზედ მეორედ გამარჯვება გასაოცარია