რუსი ჩოგბურთელის სამარცხვინო საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსი ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი ანტვერპენის ტურნირზე მსაჯის მოქმედებამ იმდენად აღაშფოთა, რომ თავი ვერ შეიკავა, ჯერ რეფერის მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ბადეს ფეხი დაარტყა და კოშკურას ჩოგნები უთავაზა.

დანიელ ევანსთან შეხვედრისას, ტაიბრეიკზე ანგარიში 7:7 იყო, როცა ბრიტანელის დარტყმული ხაზის მსაჯმა კორტში ჩაგდებულად დააფიქსირა, ხოლო ხაჩანოვი მიიჩნევდა, რომ აუტი იყო და დარწმუნებულიც გახლდათ. შეჯიბრებაზე Hawk-Eye-ის სისტემა ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომაც გამეორების ნახვა შეუძლებელი იყო.

"ახლოს? ახლოს როგორ იყო? შეხედე, აუტია! თქვენ ხომ ყველამ დაინახეთ და დუმხართ? შენ კი საერთოდ რას აკეთებ?"
- დაუყვირა კარენმა კოშკურის მსაჯს.

"ხაზის არბიტრის გადაწყვეტილების შეცვლა არ შემიძლია,"- უპასუხა რეფერიმ.

"მაშინ მანდ რა გინდა? რას აკეთებ? თუ არაფერს ცვლი, საერთოდ არ უნდა იყო აქ, შენ გარეშეც შევძლებთ თამაშს. Hawk-Eye-ის სისტემის გარეშე შენ უნდა ხედავდე ამ ბურთებს,"- არ ჩერდებოდა ხაჩანოვი.

ამის შემდეგ კი, რუსი ძალიან ცუდად, სამარცხვინოდ მოიქცა, რაც ვიდეო კადრებშიც კარგად ჩანს. მატჩის შემდეგ კი, კარენმა განაცხადა, რომ ძალიან აღელვებული იყო და მსაჯს ბოდიში მოუხადა. ჩოგბურთელის სიტყვებით შეცდომების გამო რეფერიმაც მოუბოდიშა.

მატჩი კი დანიელ ევანსმა 3 სეტში მოიგო: 3:6, 7:6, 6:4.


მკითხველის კომენტარები / 8 /
სამარცხვინოდ მოქცევას რას ეძახით ბიძიკო ? სამრცხვინოდ კი არა კაცურად მოიქცა აბა რა უნდა ქნა როცა მართალი ხარ ? თქვენც მშვენივრად იცით რომ კარგად მოიქცა , ადამიანია რობოტი კიარა. უსამართლობაზე უარესადაც რეაგირებს ხალხი. უბრალოდ სხვა რაღაცის გამო წერთ უკუღმა. კაი საქციელს ცუდს ეძახით და ცუდს კაის ..
Sjdjdj
20:55 24-10-2020
7
კარენი ისეთივე რუსია, როგორც ახმედი, სად ნახეთ რუსი, ერთი თავკერძა სომეხია მეტი არაფერი
გიო
15:25 24-10-2020
3

სიახლეები პოპულარული