თანამემამულისთვის ოცნების დანგრევა და მორიგი ტიტულისკენ სვლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 6 ნოემბერს, პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში, რაფაელ ნადალი კარენო ბუსტას დაუპირისპირდა.

ორივე ესპანელი შესანიშნავ ფორმაშია და ეს, მატჩს, კიდევ უფრო სანახაობრივს ხდიდა. 

კარენო ბუსტა ამ მასტერსის მოგების შემთხვევაში  ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვდებოდა, რაც, როგორც თვითონ აღნიშნა, მისი ოცნება გახლავთ.

მატჩი რაფაელ ნადალმა ძალიან ცუდად დაიწყო. მოწინააღმდეგე აშკარად სჯობდა და სეტი ისე წააგო, რომ მეტოქის მოწოდების მოგების შანსიც კი არ ჰქონია. 

მაგრამ ესპანელმა ლეგენდამ მაინც მოახერხა გამარჯვება, რითაც თანამემამულეს ოცნების ასრულების შანსი მოუკლა.

მატჩის ანგარიში 4:6, 7:5, 6:1 გახლავთ.

ნადალი მომდევნო
მატჩს, დღეს, ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 19:30 საათზეა ჩანიშნული.

altსენსაციური კადრები, რაფაელ ნადალი "როლან გაროსს" 2060 წელს იგებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული