სხვა

ჩოგბურთი

ჩოგბურთის ლეგენდა ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

AutoSharing Option
ჩოგბურთის შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს. 

39 წლის შვეიცარიელი თვლის, რომ მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სათანადო ფორმაში არ შესულა და უმჯობესი იქნება, თუ მელბურნში საერთოდ არ იასპარეზებს. 

ავსტრალიის ღია პირველობა 8 თებერვალს დაიწყება. ორგანიზატორები განსაკუთრებით ფრთხილობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში მელბურნში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ფედერერს ზემოხსენებული ტურნირი 7-ჯერ აქვს მოგებული.

altფედერერს ძველ ცოდვებს უხსენებენ [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ