ბასილაშვილმა ისევ მოიგო! ამჟამად - წყვილებში

AutoSharing Option
დღეს, 8 იანვარს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის 250-იანი კატეგორიის ტურნირის წყვილთა თანრიგში პირველი გამარჯვება იზეიმა.

მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზი წყვილებში გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად გამოდის. მათი მეტოქე შეჯიბრებაზე უაილდ ქარდით მოხვედრილი თურქული წყვილი - უმუთ აკუნი და მერთ ნაჯი თურქერი - იყო. ქართველმა და გერმანელმა მოწინააღმდეგეები 2 სეტში დაამარცხეს - 6:2, 6:3.

1/4-ფინალში ქართულ-გერმანული დუეტის მეტოქე ტურნირის პირველ ნომრად განთესილი ხარვატი წყვილი (მეკტიჩი/პავიჩი) იქნება.

ნიკასთვის სეზონი შესანიშნავად დაიწყო. შეგახსენებთ, გუშინ, 7 იანვარს, ერთეულთა თანრიგის შეხვედრაც მოიგო. 

alt1 წლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეხვედრა

მოიგო!



მკითხველის კომენტარები / 8 /
ბრავო ნიკა წინნნ ნელის არ დაანგრევინო ცხოვრება და კარიერა შენი
ტატა
09 იანვარი 2021 03:25
0
ნიკა წარმატებები. შენს პატივისცემას ვერასდროს გადაიხდის ჩვენი ოჯახი. კაცურად დადგვიდექი გვერდით. დიდი მადლობა - დიდი კაცობისთვის!
გიო
08 იანვარი 2021 23:04
1
... ყოჩაღ გიო!!! მადლიერება და დანახვა ერთ-ერთი დიდი ნიჭია ადამიანში!!! ძალიან გამეხარდა, როდესაც წავიკითხე, თქვენი წრფელი კომენტარი- მადლობა, გულიდან ნათქვამი!!! მაგარია ასეთ რაღაცეებს რომ კითხულობ ადამიანი!!!! დარწმუნებული ვარ, რომ ნიკას უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, და დღესაც აგრძელებს ასე ცხოვრებას!!!! ნიკას არ ვიცნობ, მაგრამ შეხედეთ მას, მის ძმას, დედ-მამას და ადვილად მიხვდებით, რომ ეს ოჯახი მხოლოდ კარგს და სიკეთის მკეთებელი ოჯახია!!!
დათო
09 იანვარი 2021 00:22
0
ნ ი კ ა !!! ასე შე კაცო!!! ხომ გითხარი და გეუბნები კვლავაც, კარგად დაიწყო 2021 წელიც!!! ჩოგნის მოქნევისას - გახსოვდეს, რომ ამას ლუკასისთვის აკეთებ !!!
კოლხი
08 იანვარი 2021 21:58
1
წარმატებები ნიკა, ჩვენ გვჯერა შენი!
გიგა
08 იანვარი 2021 20:31
0
მიდი ბასილ, მიაწექი ძმა!
მწრთვნელი
08 იანვარი 2021 17:03
0
ეგრე შე კაცო! მასე არა სჯობია!?
მწრთვნელი
08 იანვარი 2021 17:01
0
... ყოჩაღ ნიკა!!! წარმატებები!!!
დათო
08 იანვარი 2021 16:59
0

სიახლეები პოპულარული