სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილმა "მატჩ ბოლი" ვერ გამოიყენა და ტურნირის მთავარ ფავორიტთანაც დამარცხდა...

AutoSharing Option
დღეს, 11 თებერვალს, ავსტრალიის ღია პირველობის 1/32-ფინალური შეხვედრა გამართა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც თავის მეწყვილესთან, ანდრე ბეგემანთან ერთად რეიტინგის 1-ელ ნომერს, კაბალსა და ფარაჰს დაუპირისპირდა. 

პირველი სეტი ჩვენებურების გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად 5-5-ზე წაგებული მოწოდებისა, მომდევნო გეიმშივე აღადგინეს წონასწორობა და საბოლოოდ, ტაიბრეიკზე 7:5 იმარჯვეს. 

მეორე სეტიც ძალიან დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდმა საკუთარი მოწოდებები მოიგო და საქმე კვლავაც ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ნიკოლოზსა და ანდრეს ე.წ. მატჩ ბოლიც ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს და 6:8 დათმეს. 

რაც შეეხება მე-3 სეტს, ფავორიტებმა უპირატესობა 3:3-ზე მოგებული მეტოქის
ჩაწოდებით მოიპოვეს და საბოლოოდ, შეხვედრაც მოიგეს. მესამე სეტის ანგარიში 6:4 გახლავთ. 

შეხვედრა თითქმის 3 საათს გაგრძელდა და ჩოგბურთელებმა გულშემატკივარს დიდებული სანახაობა შესთავაზეს. 

altბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრიდან გამოეთიშა

ასევე დაგაინტერესებთ