ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ

AutoSharing Option
დღეს, 15 თებერვალს, ავსტრალიის ღია პირველობის 1/8-ფინალური შეხვედრები გაიმართა. 

ATP-ის რეიტინგის მე-4 ნომერმა დანილ მედვედევმა მარტივად, სამ სეტში, ამერიკელი მაკენზ მაკდონალდის ბარიერი გაიარა, 6:4 6:2 6:3 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე თანამემამულე ალექსანდრ რუბლევი იქნება.

თავის მხრივ, რუბლევმა კასპერ რუდი დაამარცხა. პირველი სეტში ახალგაზრდამ 6:2 იმარჯვა, მეორეში - 7:6 და ნორვეგიელი სპორტსმენი მეტოქეს დანებდა. რუბლევისა და მედვედევის შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება. 

იტალიელი ფაბიო ფონინის ბარიერი რაფაელ ნადალმა მარტივად გადალახა. 6:3 6:4 6:2 და ესპანელი მეოთხედფინალშია. რაფას მეტოქე
დღეს სტეფანოს ციციპასისა და მატეო ბერეტინს შორის გაირკვევა.

რაც შეეხებათ დარჩენილ მეოთხედფინალისტებს, ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ასლან კარაცევს დაუპირისპირდება. 

ასევე სუპერდაპირისპირება გაიმართება ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ალექსანდრ ზვერევს შორის. 

რაც შეეხება ქალთა ჩოგბურთს, მოულოდნელად WTA-ს რეიტინგის 61-ე ნომერმა ჯესიკა პეგულამ მე-5 ნომერი ელინა სვიტოლინა მძიმე ბრძოლაში 6:4 3:6 6:3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. 

რეიტინგის 24-ე ნომერმა ჯენიფერ ბრედმა 33-ე ნომრად განთესილი დონა ვეკიჩი მარტივად, 6:1 7:5 დაამარცხა. ბრედი და პეგულა ერთმანეთს ხვალ, 16 თებერვალს დაუპირისპირდებიან.

ელის მერტენსსა და კაროლინა მუჩოვას შორის გამარჯვებული ეშლი ბარტსა და შელბი როჯერსს შორის გამარჯვებულს მეოთხედფინალში დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალში უკვე გავიდნენ: 

სუ ვაი სე (ტაილანდი) - ნაომი ოსაკა (იაპონია) 

სერენა უილიამსი (ამერიკა) - სიმონა ჰალეპი (რუმინეთი)


altიბრძოლა "დააქამბექა", მაგრამ ბოლო სეტში განადგურდა.. მედვედევი ავსტრალიის 1/8 ფინალშია [VIDEO]

altტიმის ქამბექი და ამღერებული გულშემატკივარი [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
... 114 -ე კარაცევზე დაწერეთ რამე!!! ნახევარფინალში გავიდა!!! ჯოკოვიჩს ხვდება!!! ვლადიკავაზიდან არის, იქ დაბადებული და გაზრდილი!!! საინტერესო საჩოგბურთო ისტორია აქვს , თავისი ხანგრძლივი ტრავმებით!!! ბოლო დროს სულ ჩელენჯებს თანაშობდა, 5-ის ფინალში იყო და თუ არ ვცდები 2 მოიგო!!! კვალიფიკაციიდან დაიწყო და ამჟამად ნახევარფინალშია, ბევრ კარგ ჩოგბურთელს მოუგო, მათ შორის ოჯე-ალიასამს, შვარცმანს და დმიტროვს!!!
დათო
01:04 17-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული