ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 მარტს, დოჰას 250-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიელი ჯონ მილმანი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. 

ბოლო პერიოდში ნიკა არცთუ ისე სახარბიელო ფორმაში იმყოფება და ეს გამარჯვება მას ძალიან დაეხმარება.

პირველ სეტში ავსტრალიელმა 6:2 იმარჯვა, თუმცა ბასილაშვილმა თამაშში დაბრუნება და ზედიზედ 2 სეტის მოგება შეძლო. ნიკოლოზმა 6:4 6:2 მოიგო და თამაშიც სათავისოდ დაასრულა.

მეორე წრეში ბასილაშვილი ხორვატ ბორნა ჩორიჩსა და ტუნისელ მალეკ ჯაზირის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ავსტრალიის მოქალაქეობა როდის მიიღო ფედერერმა ? რამე ხოარ გამომრჩა?!
სოსო
12 მარტი 2021 00:33
0
სოსოჯან აქ მილმანზეა ლაპარაკი. ფედერერი კი ჯერ არ გაგიჟებულა შვეიცარიის მოქალაქეობაზე თქვას უარი. შეცდომის პოვნა თუ გინდა სტატიაში რაღა შორს მიდიხარ. სათაურში დოჰას მასტერსიო უწერიათ. ეტყობა სტატიის ავტორი საერთოდ გარტყმაში არ არის რა არის მასტერსი, დიდი სლემი და ა.შ.
მალხაზი
12 მარტი 2021 09:34
0
თამაშებს როგორც წესი ვუყურებ live-tv.ru სადაც ყოველთვის იდება რამოდენიმე ლინკი თამშის დაწყებამდე. /// არვიცი რატო არ აჩვენებს ჩვენი არხები. არც აჭარასპორტი ან სილქი. :(
nika-s
09 მარტი 2021 14:03
0
დიდი მადლობა გაიხარეთ.
nika
09 მარტი 2021 16:41
0
დაიძრა?მიდი ნიკა!რამდენი ხანია ველით შენს ათამაშებას.დიდი ხანია,დროა უკვე.
სოსო
09 მარტი 2021 12:38
0
ნიკა გილცავ. წარმატებები ისევ და ისევ შენ. შენი უამრავი გულშემატკივარი ველით შნს წარმატებას
თორნიკე
09 მარტი 2021 08:59
0
ჩორიჩს არ არ ხვდება, დიდი ალბათობით გომბოსზე გავა (95-ეა რეიტინგში) და შანსი გვაქვს რო ფედერერს შევხვდეთ. ძაან მაგარი იქნება. იქნებ "სიბერეში" დავიმარტოხელოთ და მოვუგოთ :) მარა ნიკას ესეთ ცუფ ფორმაში გაუჭირდება ეგეთი მაგარ "ბებერთან" :) ვნახოთ მოკლედ რა იქნება.
Giorgi
09 მარტი 2021 07:53
0
... თავიდან ჩორიჩი-ჯაზირის გამარჯვებულს უნდა შეხვედროდა!!! გუშინ ჩორიჩი( ტრავმა ან უარი) ჩაააცვლეს გომბოშით!!! გომბოშთან უარყოფითი ბალანსი აქვს , ჯაზირთან დადებითი!!! დიდი შანსია ფედერერი , მაგრამ ევანსი( სულ მგონია, რომ მუდმივად რაღაცის ქვეშ არის, ტიპი არ ჩერდება საერთოდ) დღევანდელ როჯერთან ძალაა!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
09 მარტი 2021 10:54
1
გილოცავ ნიკა! ძალიან გამიხარდა! წარმატებები შემდგომ თამაშებში!
დათო
08 მარტი 2021 20:48
0
... ვახ შენ გენაცვალე ნიკოლზ!!! ყურების საშუალება არ მქონდა, ლაივსკორში პირველი სეტში, , ბრეიკი ბრეიკზე ისევ ბრეიკი, ვეღარ გაუძელი და შევეშვი ყურებას!!! ახლა შიშით გავხსენი სპორტალ.ჯე და ასე დიდი ხანია არაფერი გამხარებია!!! გენაცვალე შენ და მიაწექი ბოლომდე!!! დღე და ღამე ვარჯიში და შენსთავზე მუშაობა!!! ხომ იცი ლუკასს გმირი მამა სჭირდება!!! გმირი ისედაც ხარ და გააგრძელევ შენი საქმენი საგმირონი!!!
პ.ს. ვიცი მეგობრობ რუსებთან, ხაჩანოვი, მედვედევი. რუბლიოვი ,ახლა კარაცევიცდაემატა დაიქნებ მაგათთან ისპარინგო!!! ჩემი აზრით კარგი იქნება!!!
დათო
08 მარტი 2021 19:35
2
გენაცვალე! ესე რა მეტი თავდაჯერება და ნერვების კონტროლი და გამარჯვებები თავისით მოვა.

ძალიან დასანანია ნიკო ასე ქვემოთ იყოს რეიტინგში და ვთქვათ - რუბლევი ტურნირს, ტურნირზე იგებდეს(როცა თვითონ ნიკოს არაერთხელ დაუმარცხებია)

იგივე შემიძლია ვთქვა დღევანდელ ტოპ ოცეულზეც(ჯოკოვიჩის, ნადალის და
მედვედევის გამოკლებით) უმრავლესობასთან აქვს ნათამაშები და ან სეტი მაინც მოიგია ან მთლიანად თამაში. თუკი დამარცხდა იქაც ბოლომდე იბრძოდა და ყოველთვის ლამაზი თამაშით.

1. მომეწონა ბადესთან რბილი ჩაგდებები
2. დიაგონალზე გათამაშებები და მომენტალურად საპირისპირო მხაზერე გადატანა
3. ეისებიც(რაც აშკარად არ არის ბასილას კოზირი. არადა როგორი საჭიროა!)
4. არვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ მკვდარი ბურთების მოგერიებაც დაუმუღამებია. Good for him!

ნიკო, ბევრს ჯობიხარ, გთხოვ გატეხე ნავსი და შეაბიჯე იმ რეიტინგში სადაც ადგილს იმსახურებ! წლები გადის და მომენტები გამოსაყენებელია! წარმატებები
Biannkoneri
08 მარტი 2021 18:52
2
თუ შეგიძლიათ მითხრათ რომელ საიტზე უყურებთ თამაშს? დიდი ხანია ვე~ძებ და ვერ ვიპოვე. მადლობა წინასწარ
nika
09 მარტი 2021 11:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული