ფედერერმა ბასილაშვილთან მარცხის მიზეზი ახსნა

AutoSharing Option
დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილთან დამარცხების (6:3, 1:6, 5:7) შემდეგ როჯერ ფედერერმა კომენტარი გააკეთა.

"როგორც უკვე ვთქვი, ჯერ 100%-ით მზად არ ვარ. ამას ვგრძნობ და ვხედავ. ფორმას ვიღდგენ და ეს ამისაკენ მორიგი საფეხურია. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვგრძნობდი კორტზე თავს. ბუნებრივია, დენთან მატჩისას ფიზიკურად თავს უკეთ ვგრძნობდი.

მთლიანობაში კი, ჩემი ორგანიზმი წესრიგშია. დილით მცირედი შებოჭილობის შეგრძნება მქონდა, მაგრამ ეს აბსოლუტურად ნორმალურია", - ციტირებს ფედერერს ჟურნალისტი ჯორჯ ბელშოუ თავის "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს არაა ხელწამოსაკრავი გამარჯვება,როგორ ფორმაშიც და რა ასაკშიც არ უნდა იყოს მოქმედი ჩემპიონთა ჩემპიონი ფედერერი.
status quo
17:13 12-03-2021
0
„ვიღდგენ“ რა ქართულია, თუ ღმერთი გწამთ.
ბარაქალა შენს მარჯვენას!
17:13 12-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული