"იქ იყავით, ბასილაშვილი ცოლს რომ ურტყამდა?!" - გიორგი ზურაბიშვილი ნიკას გამარჯვებაზე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ როჯერ ფედერერის დამარცხებას ეხმაურება.

როგორც იცით, ჩვენებურმა ლეგენდარული შვეიცარიელი დოჰას ტურნირის 1/4-ფინალში სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა.

"ეს ხალ­ხი ასე რამ გა­ა­ბო­რო­ტა, მარ­თლა ვერ ვხვდე­ბი. ნა­ხე­ვა­რი "ფე­ის­ბუ­ქი" წერს, მო­ძა­ლა­დეს რო­გორ გულ­შე­მატ­კივ­რობ­თო და კი­დევ მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ამ­ბობს, გა­უ­მარ­თლა ბა­სი­ლაშ­ვილს, ფე­დე­რე­­რი და­ბერ­და და ცუდ ფორ­მა­ში იყოო. კარ­გით რა, მარ­თლა და მარ­თლა... იდე­ა­ლურ ფორ­მა­ში მყოფ ფე­დე­რერს რომ ვე­რა­ვინ მო­უ­გებს სამ­ყა­რო­ში, ისე­დაც ვი­ცით და ამ ძა­ლა­დო­ბა­ზე კი­დევ რა ჩაფ­სიხ­დით მარ­თლა? ისე წერს ზოგი, გე­გო­ნე­ბა
თვი­თო­ნაც იქ იყ­ვნენ, რო­დე­საც ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ცოლს ურტყამ­და.

ჯერ არ დამ­ტკი­ცე­ბია არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა და სა­კი­თხი გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია. ისიც მახ­სოვს, ბრალ­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან რო­გორ გა­მო­უ­ტა­ნეთ გა­ნა­ჩე­ნი, ჩა­ქო­ლეთ და აბუ­ლინ­გეთ. ცოლი რო აშან­ტა­ჟებ­და, ეგ და­უ­ჯე­რე­ბე­ლია თქვენ­თვის რა­ტომ­ღაც, უფრო სწო­რად, არ გინ­დათ რომ და­ი­ჯე­როთ და რომც იყოს მტყუ­ა­ნი ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, თქვენ გგო­ნი­ათ, სპორ­ტს წმინ­და­ნე­ბი თა­მა­შო­ბენ და ხე­ლოვ­ნე­ბას წმინ­და­ნე­ბი აკე­თე­ბენ? მა­შინ ნუ უყუ­რებთ ნუ­რა­ფერს და თუ იდე­ა­ლურ ადა­მი­ანს ეძებთ, ქრის­ტეს სად­მე რომ ნა­ხავთ ტე­ლე­ვი­ზორ­ში, მეც მი­თხა­რით!

იმა­საც კი ვერ ხვდე­ბით, რომ ქვე­ყა­ნას ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ. ეს "ფე­ის­ბუქზონ­დერე­ბი" რა­ღაც ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდნენ და სხვე­ბის და­მუ­ნა­თე­ბით იღე­ბენ სი­ა­მოვ­ნე­ბას. თქვენ თა­ვებს მი­ხე­დეთ რა, ამ­დე­ნი ბოღ­მის ნთხე­ვას, გირ­ჩევთ სა­კუ­თარ თა­ვებ­ზე იმუ­შა­ოთ და შე­იძ­ლე­ბა რო­დეს­მე ფე­დე­რერს თუ არა, მე­ზო­ბელს მა­ინც აჯო­ბოთ რა­მე­ში", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბაბუცას რაც მეტი აგინებს მით მეტი ბონუსი ერიცხება :)))) ვინც მაგას უფლებადამცველობა დააბრალა :) ბოლოს სამართლიან არჩევნების მრჩეველი იყო და ქე ვნახეთ რა შარში გაიჩითნენ :)
daviti
13 მარტი 2021 17:05
0
აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები. ბოლო მომეწონა , ფედერერს თუ არა მეზობელს მაინც აჯობოთ რამეში ! ))
აწი ლოკოს ფანი
13 მარტი 2021 13:52
0
100% ხარ გიორგი.წარმოუდგენელია უფლებადამცველი ასეთ განცხადებას აკეთებდეს.ეს პირდაპირ მიუთითებს მათ არაპროფესიონალიზმს.საქმე რომ არ იციან,სხვა გზას პოულობენ რომ რამენაირად ზედაპირზე იტივტივონ.ეგ საქმე კი კარგად გამოსდით.
Levan
13 მარტი 2021 10:07
0
გეთანხმები 100%. ხალხი შურით და ბოღმით სკდება და აღარ იციან რა ჩირქი მოცხონ..
კახა
13 მარტი 2021 03:30
0
მალადეს!
მწრთვნელი
12 მარტი 2021 21:29
0
გიორგი ზურაბიშვილი - აი, მართლა ყოჩაღ ძაან დონე მონოლოგი დადე მართლა +++++++++++++++++++++
შაკო
12 მარტი 2021 17:49
0
Vinmem daamtkica es ambavi? Xalxma tavze dagvamxo qveyana da erti armaxsovxart arcerti ufledamcveli magatze giad rame getqvet da es basilashvili ra temaa egeti?
Milani
12 მარტი 2021 17:17
0
ამ სიტუაციაში მართალია ეს ახალგაზრდა ვერც შეედავები. ყოჩაღ
ელდარი
12 მარტი 2021 16:04
0
ვააა მართლა შეაკიკინეს ამ დგენერატებმა უკვე რა? ნიკა მიდიიი მიაწექი, ამ მოსულელო შიზოიდებს ყურადღება არ მიაქციო! ეგეთები ძალიან ცოტანი არიან, უბრალოდ ნამეტნავად აქტიურობენ და ისე სჩანს თითქოს ბევრნი არიან. ჩვენ ვართ უამრავი, ვინც შენს მხარეზე ვართ და გბალეშჩიკობთ. ამ ჩემისებს ყურადღება არ მიაქციო. შენი გამარჯვება ჩვენ გვეძღვნება, შენს ნამდვილ ქომაგებს. ამეებმა იყეფონ და იყეფონ, თუ უნდათ სულაც გაცოფებულან, ერთ ადგილზე გვკიდიან.
ნიკა გილოცავთ, ეგ ერთი და სხვა მრავალი!
12 მარტი 2021 15:58
0
მართალია ეს ადამიანი, ეხლა გამოხტებიან ზოგ ზოგები და დაიწყებენ მაგას ემხრობიო და ასე შემდეგ
Gaguuu
12 მარტი 2021 15:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული