ბაია პატარაიამ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნის მოთხოვნაზე პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და სიცრუეს უწოდებს იმ ფაქტს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირიდან მოხსნაზე უარი განაცხადეს.

პატარაია "მთავარი არხის" ქმედებითაცაა უკმაყოფილო, რადგან მათ ეთერში მხოლოდ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა მიიწვიეს, საპირისპირო მხრიდან კი მას მოპასუხე არ ჰყავდა.

"ვერ გავიგე მთავარი არხი • Mtavari Arkhi რატომ მისცა ეთერი ცალმხრივად მხოლოდ ბასილაშვილის ჭორიკანა ადვოკატს და ალანძღინა არასამთავრობოები და არ მისცა არავის პასუხის გაცემის უფლება? რას ნიშნავს ეს? მთელი დღეა რაღაც იდიოტურ ჭორს ავრცელებს ჭკადუა, თითქოს
ენჯეოები ბასილაშვილის მოხსნავს ითხოვენ ჩემპიონატიდანო. ვეძებე და ვერ ვიპოვნე ვერც ეგეთი ენჯეო, ვერც ეგეთი წერილი და ვერც ვერაფერი.

ასეთ თავდასხმას არასამთავრობოებზე ეთერი რატომ უნდა მისცე თან ისე, რომ პასუხის გაცემის საშუალება არ მისცე არასამთავრობოებს?", - წერს პატარაია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები დოჰას ტურნირიდან ნიკოლოზ ბასილაშვილის მოხსნას მოითხოვდნენ.

აქვე გეტყვით, რომ დოჰას ტურნირის 1/2-ფინალში ნიკოლოზმა რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის წარმომადგენელი ტეილორ ფრიცი ორ სეტში 7:6, 6:1 დაამარცხა და ხვალ ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდება.

altბასილაშვილმა ფრიტცი დაამარცხა და დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა! [VIDEO]

alt"ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - ჩოგბურთელის ადვოკატი ომბუდსმენს მიმართავს

alt"კაცების კაცის" ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა“ - ბაია პატარაია ბასილაშვილის ფედერერზე გამარჯვების შემდეგ სტატუსს აქვეყნებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 39 /
ვინმე ფერადკანიანი მოვუნახოთ იქნებ დავაკმაყოფილოთ გაბოროტებული არსება !!!
beqa
00:03 13-03-2021
5
რასაც ვფიქრობ ის რო დავწერო დამბლოკავენ, ალბათ მიხვდით რაც უნდა მეთქვა, ოღონდ აიყვანეთ კუბში
მეგრელი
00:11 13-03-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული