"ბასილაშვილი დამატებითი ხარჯებისთვის თვეში 7500 ლარს უხდიდა, დეკემბერში კი 85 ათასი დოლარი ჩაურიცხა" - ჩოგბურთელის ადვოკატი

AutoSharing Option
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა "TV პირველთან" საუბარში ჰყვება, რომ ტყუილი ამბავია, თითქოს ბასილაშვილი ალიმენტს არ იხდიდა.

ჭკადუა ამბობს, რომ მაგალითად, დეკემბრის თვეში ჩოგბურთელმა დამატებითი ხარჯებისთვის 85 000 დოლარი გადაიხადა.

"ნიკოლოზ ბასილაშვილი რომ თავის შვილს ალიმენტს არ უხდის, ტყუილი ინფორმაციაა. საერთოდ არც კი არსებობს რაიმე გადაწყვეტილება, რომ ბასილაშვილი ვალდებულია ალიმენტი გადაიხადოს.

ჩემი კლიენტი და ქალბატონი ნელი დოროყაშვილი ჯერ კიდევ არ იყვნენ განქორწინებულნი, როდესაც დოროყაშვილმა წამოიწყო ქონებრივი დავა.

მან მიმართა სასამართლოს, მაგრამ ნიკას კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ საქმე სასამართლოში არ
გადასულიყო და მხარეები მორიგებულიყვნენ.

მორიგების აქტით, დოროყაშვილს გადაეცა ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლი, სადაც ახლაც ცხოვრობს, ის კი იქამდე ბასილაშვილის საკუთრება იყო.

ბასილაშვილი 2020 წლის თებერვლიდან ბავშვს დამატებითი ხარჯებისთვის თვეში 7500 ლარს უხდიდა, დეკემბერში კი 85 ათასი დოლარი ჩაურიცხა".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბაიკუნა, ხედავ 2020 წ. რამდენი "მიუშავებია". შენც გეტყობა "მწვანეს" ელოდები.
აბე
00:06 16-03-2021
2
ამხანაგო ბაია და მხარდანჭერებო გააკეთეთ კომენტარი ქ-ნი ლელა რაზიკაშვილის მონათხრობზე.
https://www.kvirispalitra.ge/public/75365-qgavige-vin-yofila-is-chogburtheli-bavshvs-rom-ushvelaq-ra-ambavs-ikhsenebs-nikoloz-basilashvilze-lela-razikashvili.html
მამუკა
11:34 16-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული