დოჰას ტურნირის მოგების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) დუბაიში გადაინაცვლა, სადაც ATP-ის 500-იანი კატეგორიის ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან (30) 6:4, 3:6, 6:7 (4:7) დამარცხდა. მატჩი 2 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, დოჰას ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილმა ფრიტცს 7:6, 6:1 მოუგო.
მესამე წრეში ფრიტცი ანდრეი რუბლიოვს (8) შეხვდება, რომელმაც ფინელი ემილ რუუსუვუორი (87) 6:4, 6:4 დაამარცხა.
ნიკოლოზი მაიამის მასტერსში მიიღებს მონაწილეობას.