გუშინ, 26 მარტს მაიამის 1000 ქულიანი ტურნირის მე-2 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი მიკაელ იმერს დაუპირისპირდა.
შეხვედრა შვედის გამარჯვებით, 6:3 4:6 6:4 დასრულდა.
ნიკოლოზს პირველი ჩაწოდება მთელი თამაშის განმავლობაში არ გამოსდიოდა, 45/80-დან, რამაც გარკვეულწილად ბასილას თამაშს დაღი დაასვა. ამასთან ერთად ნიკას 5 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, საპასუხოდ იმერს 1.
აქედან გამომდინარე, ბასილაშვილი მაიამის ტურნირს მე-2 წრიდან გამოეთიშა.
53 არასასურველი(დაუშვებელი) შეცდომა!შედეგიც სახეზეა.