"ეს ყველაფერი მის ბრალეულობას ამტკიცებს..." - ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

AutoSharing Option
"შაბათის ფორმულამ" ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლესთან, ნეკა დოროყაშვილთან, ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც დოროყაშვილი კონფლიქტის დეტალებს ჰყვება. მისი თქმით, ყოფილი მეუღლე მასზე პერმანენტულად ძალადობდა.

"მე დავშორდი იმიტომ, რომ ძალადობას ვეღარ მოვითმენდი. ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი ჩვენი თანაცხოვრების დროსაც და გაშორების შემდეგ პირველად ძალადობას ჰქონდა ადგილი 2020 წლი 21 მაისს", - აღნიშნავს ნეკა.

მისი თქმით, ხელთ აქვს ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რითიც ყოფილი ქმრის ძალადობას დაამტკიცებს.

„ხელთ მაქვს მის მიერ გამოგზავნილი მესიჯები, აუდიოშეტყობინებები, ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, როცა მქონდა არც ისე მსუბუქი დაზიანება და
სისხლნაჟონი მქონდა. ეს ყველაფერი ამტკიცებს მის ბრალეულობას", - ამბობს დოროყაშვილი.

მისივე თქმით, ყოფილ მეუღლეს და მის ოჯახს ნეკას მიმართ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ.

„ნიკას და მისი ოჯახის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ დამენებებინა სამსახურისთვის თავი და არც მაგისტრატურაზე ჩამებარებინა. მე დავანებე ყველაფერს თავი, დავკარგე ჩემი ცხოვრება და გადავერთე მის კარიერაზე, ანუ მისი კარიერა გახდა ჩემი კარიერა" - აღნიშნავს ნეკა დოროყაშვილი „შაბათის ფორმულასთან" საუბრისას.

MARAO

მკითხველის კომენტარები / 18 /
ნიკა ძმაო! ვის გადაეკიდე ამ გადარეულს? რომ არც ისვენებს? საბოლოოდ ვრწმუნდები, ნიკა რა დღეში ეყოლებოდა ამ აფთარს. ნიკა არ ჩანს ისეთი ადამიანი, რომ ვინმეზე იძალადოს. შენ დოროყაევო! ისეთი ტიპი სჩანხარ, რომ ნებისმიერს გამოიწვევ და გააგიჟებ. შეეშვი ნიკას სანამ დროა, თორემ შენივე საქციელით საისჯები, თორემ მერე აღარც ბაია გიშველის და აღარც ბაბუცები.
გიო
12:19 06-04-2021
4
მაგისტრატურაში არავინ მიგიღებდა. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ არ იცი რას ნიშნავს სიტყვა პერმანენტურად. "ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი ჩვენი თანაცხოვრების დროსაც და გაშორების შემდეგ. პირველად ძალადობას ჰქონდა ადგილი 2020 წლი 21 მაისს". და როდის გაშორდით? 2020 წლის 21 მაისის მერე? როგორც ვხვდები, უფრო ადრე. ამ დროს წერ, რომ პირველად 21.05.2020 ში იძალადა. რაღაც ვერ ემთხვევა შენი ნალაპარაკები. ა?! რას იტყვი?
alexandre
16:02 05-04-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული