გაამართლებს თუ არა ფავორიტის სტატუსს?! ბასილაშვილი ინდივიდუალურად იწყებს...

AutoSharing Option
იტალიის ქალაქ კალიარის 250-ქულიან ტურნირზე წყვილთა თანრიგში მარცხის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე ინდივიდუალურ ასპარეზობას იწყებს.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ისვენებდა, ახლა კი მისი მეტოქე სლოვაკი იოზეფ კოვალიკია. ბასილაშვილის 28 წლის ვიზავი კვალიფიკაციაში საკმაოდ უკან, 128-ე პოზიციას იკავებს, როცა ნიკოლოზი ამ რეიტინგში  37-ეა, ხოლო ხსენებულ  ტურნირზე მეოთხე ნომრადაა განთესილი.

შესაბამისად, ჩვენებური წყვილში ფავორიტია. ახლა მთავარია, მან ეს სტატუსი გაამართლოს.  ცნობისათვის, ეს  მოთამაშეები ერთმანეთს ერთადერთხელ დაუპირისპირდნენ და ის შეხვედრა ქართველის გამარჯვებით დასრულდა...

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და იოზეფ კოვალიკის შეხვედრა დღეს, 7 აპრილს, თბილისის
დროით 16:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
.... მოიგოოოოოო!!!
დათო
20:21 07-04-2021
0
ჩოგბურთში 128ე ადგილი სულაც არ არის ხელწამოსაკრავი და მაჩანჩალა
გამარჯვება ნიკოლოზს!!!
15:12 07-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული