ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ისვენებდა, ახლა კი მისი მეტოქე სლოვაკი იოზეფ კოვალიკია. ბასილაშვილის 28 წლის ვიზავი კვალიფიკაციაში საკმაოდ უკან, 128-ე პოზიციას იკავებს, როცა ნიკოლოზი ამ რეიტინგში 37-ეა, ხოლო ხსენებულ ტურნირზე მეოთხე ნომრადაა განთესილი.
შესაბამისად, ჩვენებური წყვილში ფავორიტია. ახლა მთავარია, მან ეს სტატუსი გაამართლოს. ცნობისათვის, ეს მოთამაშეები ერთმანეთს ერთადერთხელ დაუპირისპირდნენ და ის შეხვედრა ქართველის გამარჯვებით დასრულდა...
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და იოზეფ კოვალიკის შეხვედრა დღეს, 7 აპრილს, თბილისის
დროით 16:00 საათზე დაიწყება.