ბასილაშვილმა 5 მატჩ-ბოლი გადაარჩინა და შეხვედრა მძიმე დაპირისპირებაში მოიგო

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი (37) კალიარის 250-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში კი სლოვაკი იოზეფ კოვალიკი (128) სამსაათიან მატჩში 4:6, 6:4, 7:5 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილ გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (41) დაუპირისპირდება, რომელმაც მერვედფინალში ინგლისელ ლიამ ბროდს 6:4, 6:2 სძლია.

ბასილაშვილი 30 წლის გერმანელს აქამდე ხუთჯერ შეხვდა და ორჯერ დაამარცხა.

ბასილაშვილისა და შტრუფის შეხვედრა 9 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ასეთი რთული მატჩები განუმტკიცებს ხასიათს და თავდაჯერებას, ყოჩაღ ბასილ.
Semi
09:42 08-04-2021
1
წარმატებები ნიკა!
დათო
08:47 08-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული