ბასილაშვილი ჯერესთან უშანსოდ დამარცხდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი (37) კალიარის 250-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალში უნგრელ ლასლო ჯერესთან (57) 2:6, 0:6 დამარცხდა. მატჩი 53 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილი აქამდე ჯერეს 4-ჯერ დაუპირისპირდა და ურთიერთშეხვედრების ანგარიში 2:2 იყო, მეხუთე მატჩში კი უნგრელმა დამაჯერებლად იმარჯვა.

ბასილაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში სლოვაკ იოზეფ კოვალიკს (128), ხოლო მესამეში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (41) სძლია.

ნიკოლოზი მონტე კარლოს ტურნირზე გადაერთვება, სადაც მისი მეტოქე სერბი ფილიპ კრაინოვიჩი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
.. ყვლაფერში გეთანხმებით!!! ასეთი გულშემატკივარი სჭირდება ნიკას!!! გულშემატკივარი, რომელიც მთლიანად ტურს ადევნებს თვალყურს და არ მხოლოდ ერთეული მატჩებით შემოიფარგლება!!!
დათო
12:14 12-04-2021
1
თუ უყურეთ წინა ორ თამაშს ტრავმით თანაშობდა, რა გასაკვირია რომ ნახევარფინალი წააგო. ფედერერთან დიდი ნატჩი არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიცოდეთ ჩვენი დიდი ჩოგბურთელის დაფასება
გიორგი ესაკია
11:04 12-04-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული