ნიკოლოზ ბასილაშვილის თავს ახალი სკანდალია - ქართველ ჩოგბურთელს კიდევ ერთი პიროვნება უჩივის

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა.

sports.ru-ს ინფორმაციით, ჩვენებურს ყოფილი ინვესტორი უჩივის, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

როგორც ყოფილი ინვესტორი ირწმუნება, მან დიდი წვლილი შეიტანა ბასილაშვილის კარიერულ წარმატებაში, სანაცვლოდ კი ტურნირებიდან საპრიზო თანხის გარკვეული ნაწილი უნდა მიეღო, რაც ქართველმა სპორტსმენმა არ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმის განხილვა საქართველოს სასამართლოსა და საერთაშორისო არბიტრაჟში უახლოეს მომავალში დაიწყება.

როგორც იცით, ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილიც უჩივის, რომელიც ძალადობას ედავება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
რაც არ უნდა იყოს მას ფასდაუდებელი ღვაწლი აქვს გაკეთებული ქართული სპორტის ისტორიაში და ზოგადად საქართველოსათვის სხვა დანარჩენი უკვე უმნიშვნელოა გავა დრო და მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში. წარმატებები ნიკას .
ქართველი
21 აპრილი 2021 17:10
0
საქართველოს სასახელო ვაჟკაცია ნიკა და რაც არ უნდა მოხდეს ასეთად დარჩება სხვა ყველაფერი ფუჭია .
გიო
21 აპრილი 2021 16:59
0
ვიღაც ხვთისნიერმა აიღოს თავის თავზე და შექმნას ბასილაშვილის დამცავი ჯგუფი. ამხელა სპორტსმენი გვყავს, მსოფლიოს მნიშვნელობის და ასე საჯიჯგნად რომ გვყავს მიგდებული, შეიძლება?
გურამ
18 აპრილი 2021 12:57
0
ამდენი მავნე რომ არა რამდენ ტურნირს მოგებდა, გვასახელებდა, წინ წავიდოდა ერი, ბირჟას სპორტს რამდენი არჩევდა...
ირაკლი
16 აპრილი 2021 13:48
5
მე მქვია ნიკო და ვარ ნიკოლოზ ბასილაშვილზე უფროსი ასაკით, ანუ ჯერ მე დამარქვეს ნიკოლოზი და მერე მას, ეს არის დაუკითხავი მიბაძვა დროზე გადამიხადოს ფული ასეთი დაუკითხავი გაუგონარი საქციელისთვის, ვითხოვ მილიონ დოლარს.
ნიკო
16 აპრილი 2021 02:31
4
ალბათ, ის ყოფილი ცოლიც მაგათ მიუგზავნეს.ისე ჩუმად გაშორდნენ ,არავის გაუგია და 1 წლის შემდეგ რა მოხდა. მერე გადაირია ეს გოგო?
გულშემატკივარი
15 აპრილი 2021 23:26
2
გაუგეს იოლ ფულს გემო და გაეხსნათ მადა
Shpiki
15 აპრილი 2021 20:43
2
ასე აბუნტებს დასავლეთი, საქართველოს. საზიზღარი რუსეთი
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!
17 აპრილი 2021 17:55
0
კიდევ კარგ დონეზეა, ამდენი დაშანტაჟების შემდეგ.ეს სვავები საერთოდ დაუკარგავენ თამაშის ხალისს.იმიტომაა ასეთი არასტაბილური. ჩოგბურთში ფსიქოლოგიური მდგომარეობა გადამწყვეტია. გასაკვირია ჩოგანს რომ იღებს საერთოდ ხელში.
კუჯი
15 აპრილი 2021 18:20
7
ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი.
ვაჟა
15 აპრილი 2021 18:07
3
მგონი რომ ადრეა ნერვიულობა, სპორტს რუმ რაღაცა დაწერა არ ნიშნავს, რომ მართლა ასე ხდება და ნიკას ვინმე უჩივის, თან ძალიან არარეალურადაც ჟღერს ეს ბრალდება!
მოკლედ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სადარდებელს მაინც აცდება ნიკა.
ჩვენი მხარდაჭერა და დიდი წარმატებები ნიკას!
Irakli
15 აპრილი 2021 17:16
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული