სხვა

ჩოგბურთი

"გამომძალველები არიან" - ნიკოლოზ ბასილაშვილის მამამ ჩოგბურთელის ახალ სკანდალზე Sportall-თან კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ნოდარ ბასილაშვილი Sportall.ge-სთან თავისი შვილის  გარშემო ატეხილ ახალ სკანდალზე მცირე კომენტარს აკეთებს. 

მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზს ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა უჩივის, რომელიც ამბობს, რომ მან ჩოგბურთელის კარიერულ წინსვლაში ფინანსური რესურსი გაიღო, სანაცვლოდ კი ბასილაშვილის ტურნირებზე გამომუშავებული საპრიზო თანხებიდან გარკვეული სახის შემოსავალი უნდა მიეღო.

"ჩვეულებრივი გამომძალველი ადამიანები არიან ძმები კაჭარავები. უკიდურესად უპატიოსნო ადამიანები...

ამ ეტაპზე მეტი არაფერზე საუბარი არ მსურს... არ ვიცი მეტი არაფერი", - ამბობს ნოდარ ბასილაშვილი. 

ჩვენ ასევე დავინტერესდით, მართალია თუ არა ინფორმაცია, რომ კაჭარავას ბასილაშვილის კარიერულ წინსვლაში ფინანსური რესურსი მართლაც აქვს გაღებული
და არსებობს თუ არა მართლაც კაჭარავას მიერ დასახელებული ვალდებულების დოკუმენტი, რაზეც ნოდარ ბასილაშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

altცნობილი გახდა იმ ქართველი ბიზნესმენის ვინაობა, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილს უჩივის

ასევე დაგაინტერესებთ