"მარტო საპრიზო ჰონორარიდან, ბასილაშვილს 1,5 მილიონი დოლარი აქვს გადასახდელი" - რას ამბობს ირაკლი კაჭარავას ადვოკატი სკანდალურ საქმეზე

AutoSharing Option
ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას სარჩეილი სასამართლომ წარმოებაში მიიღო. როგორც იცით, ის ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აბრალებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა და მისი კარიერიული შემოსავლებიდან გარკვეული თანხა ეკუთვნის.

ჩვენ კაჭარავას ადვოკატ მარიკა არევაძეს დავუკავშირდით და საქმის დეტალების გარკვევას მაქსიმალურად შევეცადეთ.

"სასამართლოში საქმე უკვე შესულია და წარმოებაში მიღებულია. ველოდებით მოპასუხეს და ამის შემდეგ უკვე ჩაინიშნება სხდომა.

ერთ ნიუანსზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ჩვენ ბასილაშვილს ვედავებით სახელშეკრულებულო ვალდებულის შეუსრულებლობას.

სამწუხაროდ, ჟურნალისტების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზს სისხლის სამართლის დანაშაულს ვედავებით, ან გამოძალვას, ან მითვისებას,
რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩვენ ადვოკატებმა ამის შესახებ ინფორმაციაც გავავრცელეთ და არ მინდა, რომ ხალხი შეცდომაში შევიდეს.

2017 წლიდან დაიწყო ბასილაშვილის მხრიდან ვალდებულის შესრულების ამოქმედება და მას 2020 წლის ჩათვლით ჰქონდა ვადა, რომ ის შეესრულებინა.

რა თქმა უნდა, თავდაპირველად სასამართლოში არავინ გარბის და საჩივარს არავინ წერს. კაჭარავა ჩივილამდე ბასილაშვილს სთხოვდა ვალდებულის შესრულებას, თუმცა მან ეს არ გააკეთა და შემდეგ ბატონი ირაკლი კაჭარავა იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა.

ხელშეკრულებაში წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგნები 50-ეულში მოხვდებოდა, მას უნდა დაეწყო ვალდებულის შესრულება.

მას ირაკლი კაჭარავასთვის საპრიზო ჰონორარებიდან 30%, ხოლო სარეკლამო შემოსავლიდან 50% უნდა გადაეხადა.

ATP-ის ოფიციალური მონაცემი ვიცით, თუ რამდენი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს და აქედან გამომდინარე საპრიზო შემოსავლიდან ბატონი ირაკლი კაჭარავა მოითხოვს 1,5 მილიონ დოლარს.

ჩვენთვის უცნობია სარეკლამო ჰონორარების შინაარსი. ჩვენ სასამართლოში დაყენებული გვაქვს მოთხოვნილება, რომ ნიკოლოზმა წარმოადგინოს სარეკლამო შემოსავლების საბუთი, ამის მიხედვით შემდეგ დაზუსტდება ჩვენი სარჩელი.

ATP-სთვის ამ ეტაპზე არ მიგვიმართავს, თუმცა ბატონი ირაკლი კაჭარავა განიხილავს ამ მექანიზმებს. ჯერჯერობით მაქსიმალურად თავს ვიკავებთ, რადგან ნიკოლოის პროფესიული განვითარების მხრივ აისახება უარყოფითად.

ჩვენი მიზანი არ არის ბასილაშვილს კარიერაში ხელი შევუშალოთ, უბრალოდ გვინდა, რომ ხელშეკრულება შესრულდეს", - ამბობს მარიკა არევაძე.

მკითხველის კომენტარები / 21 /
რუსი კრიმინალების მეთოდია, ამასწინათ კასატკინას ინტერვიუ იყო სპორტს.რუ-ზე და იქ ახსნა. მოგცემენ ცოტა ფულს და მერე უნდათ რომ მთელი ცხოვრება 'გწველონ'. სასამართლომ ეგ კონტრაქტი თავზე უნდა გადაახიოს: 30%, 50% - უსინდისოები. რამდენი მისცეს თანხა ადვოკატი იმას რატომ არ ამბობს? წურბელები!
ნიკ
19:23 01-05-2021
2
სადაა მერე ეს დოკუმენტი, მარტო თქვენ რაც გაწყობთ იმას გვაკითხებთ, გაასაჯაროეთ, რა გიშლით ხელს?
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული