დარია თუ ავდარია, ნიკა მაგარია - ბასილაშვილი ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (35) გუშინ წვიმის გამო გადადებული მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალური მატჩი სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან (95) დღეს გააგრძელა და საათსა და 26 წუთში 6:4, 6:4 გაიმარჯვა.

ამის შემდეგ ნიკოლოზი დღესვე ნახევარფინალში ნორვეგიელ კასპერ რუუდს (24) შეხვდა, რომელმაც 1/4 ფინალში ავსტრალიელი ჯონ მილმანი 6:3, 6:4 დაამარცხა და ქართველმა ჩოგბურთელმა ისევ ორ სეტში სძლია მეტოქეს - 6:1, 6:2  (საათსა და 12 წუთში) და ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა  პირველ წრეში ბრაზილიელი ტიაგო მონტერიო (78) 6:2, 6:3, ხოლო მეორეში კოლუმბიელი დანიელ რივეროსი (114) 6:4,
6:2 დაამარცხა.

2 მაისს, ფინალში ნიკოლოზი, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე არც ერთი სეტი არ წაუგია,  გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (44) დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ბელარუსი ილია ივაშკო დაამარცხა. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 29 /
სვლა მორიგი ტიტულისათვის! წარმატებები ნიკოლოზს.
ვახო...
21:58 01-05-2021
2
წარმატებები ნიკას!
დიდი მადლობა დიდი სიხარული რომ მოგვანიჭე.
მოუთმენლად ველოდებით ფინალს.

თედო
20:56 01-05-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული