"ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია" - ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს საჯაროდ უპირისპირდება

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის შვილი ლუკასი დღეს 6 წლის გახდა.

ჩოგბურთელმა თავის ვაჟს დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა და დაწერა:

"ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო, გილოცავ" - დაწერა ბასილაშვილმა "ფეისბუქზე" და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა. 

ამ ფაქტს ნელი დოროყაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ბასილაშვილს ასე უპასუხა:

"კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს - ისიც სასამართლო
პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია.“ - წერს ფოტოს კომენტარად ნეკა დოროყაშვილი.

alt"მამიკო, გილოცავ" - ნიკოლოზ ბასილაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში

მკითხველის კომენტარები / 46 /
ამ ქალს დედობის უფლება უნდა ჩამოერთვას… ფულზე დახამებული ქალი… ცოდოა ბავშვი ასეთი დედის ხელში
გიო
18:57 04-05-2021
6
საერთოდ არ ვიცი არც ერთი დეტალი ამ საქმის, მაგრამ სულ რომ მასე იყოს როგორც ეს გოგო წერს, ამის დაწერა არის დიდი შეცდომა, პირველ რიგში შვილის მიმართ დაშვებული! შესაბამისად, დასკვნებიც სწორედ ამ გოგოს მიმართ იკვეთება კრიტიკული.
Miriani
19:00 04-05-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული