სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილი მადრიდის ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა

AutoSharing Option
BMW Open-ზე გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი (31) მადრიდის 1000-იან მასტერსზე პირველივე მატჩში 31 წლის ფრანგ ბენუა პერისთან (35) 4:6, 5:7 დამარცხდა.

როგორც ჩანს, ნიკოლოზმა მიუნხენის ტურნირის შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოახერხა და პერისთან საათსა და 42 წუთში დამარცხდა.

არადა, გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი ბერძენ სტეფანოს ციციპასს (5) შეხვდებოდა, რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ