სხვა

ჩოგბურთი

ერთობლივი წვრთნა ნადალთან, საუკეთესო 30-ში და შეხვედრა ათეულის წევრთან - ნიკოლოზ ბასილაშვილი რომში იწყებს!

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციის 30-ე საფეხურამდე აღზევდა. გარკვეული კრიზისის შემდეგ, ბოლო დროს  ნიკოლოზის პროგრესი თვალშისაცემია. შეგახსენებთ, 2019 წელს ბასილაშვილი მე-16 პოზიციაზეც კი იმყოფებოდა.

10 მაისს რომის 1000-იანი მასტერსი დაიწყო. ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირში დღეს, 11 მაისს ჩაებმება და მისი პირველი მეტოქე ახლახან დასრულებული მადრიდის ტურნირის ფინალში დამარცხებული, კვალიფიკაციაში კი - მე-9, მასპინძელი მატეო ბერეტინი იქნება.

თუკი ნიკოლოზი ამ ბარიერის დაძლევას მოახერხებს, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე გაცილებით სუსტი იქნება - ავსტრალიელი მილმენის ან სერბი ლაიოვიჩის სახით. ბასილაშვილი ბერეტინის სულ ოთხჯერ დაუპირისპირდა და ანგარიში 2:2-ია. ნიკოლოზმა
2014 წელს, იტალიაში, ანდრია ჩალის ტურნირზე დაამარცხა.

რომის მასტერსზე მონაწილეობას რეიტინგის ლიდერები, ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალიც იღებენ, რაც ტურნირს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ნიკოლოზ  ბასილაშვილსა და "გრუნტის მეფე" ნადალს საერთო წვრთნაც ჰქონდათ.

ქართულ-იტალიური დაპირისპირება 11 მაისს, თბილისის დროით 13:30 საათზეა ჩანიშნული.


altბასილაშვილი მადრიდის ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა

altბერეტინის მაქსიმუმი ზვერევის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა! გერმანელმა მადრიდის ტურნირი მოიგო [VIDEO]



ასევე დაგაინტერესებთ