"რა *ლე მინდოდა ჩოგბურთში" - მსოფლიოს მე-40 ჩოგანის სახალისო თვითგვემა

AutoSharing Option
23 წლის ალექსანდრ ბუბლიკი ტურში არა მხოლოდ თამაშით, არამედ "ორიგინალური" თვითგვემებითაც გამოირჩევა - ყაზახეთის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით რუსი ჩოგბურთელი ყველა თამაშის დროს რამდენიმე ფრთიან ბილწსიტყვაობას გვთავაზობს ხოლმე; აი, რომის მასტერსზე, მარინ ჩილიჩთან თამაშისას კი მთელი წარმოდგენა დადგა.

მსოფლიოს მე-40 ჩოგანი მიიჩნევდა, რომ რომში ზედიზედ მეორე წელს იმიტომ აგებდა, რომ მოწინააღმდეგე მოწოდებას სულ ხაზზე სვამდა. ეს წუწუნი საკუთარი თავისკენ მიემართებოდა, ხშირად კი მწვრთნელ არტიომ სუპრუნოვთან დიალოგის ფორმას იღებდა.

მესამე სეტში ანგარიში 1:1 იყო, როცა ჩილიჩმა საკუთარი მოწოდება 11-წუთიან გეიმში შეინარჩუნა. ბოლო
ორი ბურთი ხორვატმა ეისებით მოიგო და ბუბლიკიც აყვირდა: "ამან ხომ შემ*ა, ტვინი მომი**ანი რა (გადადის ინგლისურზე). ისევ ხაზზე დასვი. კარგი რა (უბრუნდება რუსულს და მწვრთნელს მიმართავს). ხომ დაინახე, ხაზზე დასვა, ბიჭო! ვერ წარმოიდგენ, როგორ ამომიყვანა ყელში უკვე ამ თავისი **ობით!

მეორე ეისის შემდეგ ბუბლიკმა ინგლისურად თქვა: "ჰა-ჰა! ეს რა სი*ობაა, სულ ხაზებზე, მუდმივად, ზედიზედ მეორე წელია. გიჟობაა რა!" იქვე რუსულად დააყოლა: "ხაზი არ გამოუტოვებია, აგროვებს მგონია ეს ჩე**სა, ზედიზედ ორი წელია, ორი *ლე წელია!"

1:2-ზე ჩილიჩმა ბუბლიკის მოწოდებას ვინერსით უპასუხა, რაც კომენტარის გარეშე ყაზახს არ დაუტოვებია: "მოდი, иди ты на ###(მწვრთნელს უყურებს), ხომ გეუბნებოდი დან**ული მაქვს-მეთქი!"

1:3-ზე ჩილიჩის ეისის შემდეგ ალექსანდრმა ისევ მწვრთნელს გახედა: "ეს რა ყ**ბა ხდება ჩემს თავს? არ მინდა ჩოგბურთის თამაში, უკვე ტვინი მომ**ნა!"

ანგარიში 2:4 იყო, როცა ჩილიჩის მოწოდებაზე ბუბლიკი 30:0 დაწინაურდა, თუმცა მომდევნო გათამაშებაში მისი დარტყმა ოდნავ ასცდა: "ხომ ვიცი, არ ჩავარდება! ამ ბო* სპორტში, დედა რო მ**ან, სულ ასე ხდება!" მომდევნო გათამაშება კი ჩილიჩმა ეისით მოიგო: "საერთო მაგარი იყო! არანაირი გამართლება, ჩემს ბედს რო შ***ი!"

იმავე გეიმში ანგარიში 40:40 იყო, როცა ჩილიჩმა 147 კმ/სთ ფორჰენდი ჩასვა, ბუბლიკმა კი სარკასტულად გაიცინა. გეიმის შემდეგ კი მწვრთნელთან ცალმხრივი დიალოგი გამართა (მწვრთნელებს ჩოგბურთელებთან საუბრის უფლება არ აქვთ): "საერთოდ რა *ლე მინდოდა ჩოგბურთში? დავტეულიყავი საკუთარ ტრ**ზე, ცხოვრებაში ასეთი *ობას არ გავაკეთებდი. უბრალოდ "გან***ების" სპორტია. უბრალოდ *ლეობა, ფეკალური მასით სავსე სივრცე!"

მეორე სეტის ბოლოს ბუბლიკმა კიდევ ერთი ფრთიანი გინება მოგვასმენინა: "გამო***ვდები, მართლა 12 000 ევროს მიხდიან, რომ ვიდგე აქ და ამ **ობას ვაკეთებდე. აი, დედამ***ლი 12-ათასისთვის ეს ***ობები უნდა ვაკეთო. რა ჩემ ***დ მინდა, მაგას მაინც ვხვდებოდე!"
მკითხველის კომენტარები / 4 /
აგერ ვიდეოც
https://www.youtube.com/watch?v=SL6Yy_qWPZc
ჩოგანი
12:26 14-05-2021
0
ერთი ეგ ვიდეოც დაგედოთ მაგარი იქნებოდა :)
ლაშა-გიორგი
01:59 14-05-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული