სხვა

ჩოგბურთი

"საჩოგბურთო ბუნდესლიგაში მითამაშია და გერმანელი მეგობარი გოგონაც მყავს..." - ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირისთვის ემზადება

AutoSharing Option
12-18 ივლისს გერმანიის ჰალაქ ჰამბურგში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის 500-იან პირველობაში მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს ტურნირი განსაკუთრებით წარმატებულია - აქ გამარჯვება ორჯერ მოახერხა!

ევროპის ღია პირველობის ოფიციალურმა გვერდმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან კომენტარი ჩაწერა. "მას ტიტულის მოგება მესამედ სურს" - წერენ ისინი.

ქართველი ჩოგბურთელი ამბობს:

"აქაურობასთან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს - 2018 წელს ATP-ის პირველი ტიტული მოვიგე, მოგვიანებით კი მისი დაცვა შევძელი. მოუთმენლად ველოდები ჰამბურგში გასამართი ტურნირის დაწყებას. თანაც, მას  წელს ევროპის ღია პირველობის სტატუსი აქვს.

გერმანია ჩემი მეორე სახლია - ჰალესა და
მიუნხენში ვვარჯიშობ, საჩოგბურთო ბუნდესლიგაში მითამაშია და გერმანელი მეგობარი გოგონა მყავს."

აქვე მოცემულია ჰამბურგის ტურნირის დირექტორ სანდრა რაიხელის სიტყვები:

"აქ ყველა კარგად ვიცნობთ ბასილაშვილის შესაძლებლობებს. ჰამბურგელმა ფანებმა უკვე დიდი ხანია, რაც ნიკოლოზი შეიყვარეს."

შეგახსენებთ, ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა, ჰამბურგამდე კი ჰალეში უნდა იასპარეზოს, რომელიც 14-20 ივნისს გაიმართება.


altბასილაშვილი ჩილიჩთან უშანსოდ დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა









ასევე დაგაინტერესებთ