შეხვედრა, რომლის გამოც საფრანგეთის მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 11 ივნისს საფრანგეთში გამართულ როლან გაროსის ტურნირზე 2 ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური დაპირისპირება ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს შორის შედგა. სერბმა ჩოგბურთელმა 3:6 6:3 7:6 6:2 იმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება.

შეხვედრას მთელი თამაში ემოციური ფონი დაკრავდა, 13 გზის ჩემპიონი რკინის ნერვების მქონე ადამიანის წინააღმდეგ. საბოლოოდ, საფრანგეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და კორტზე დამსწრე საზოგადოებას კომენდანტის საათი მოუხსნა, რათა რაიმე ფაქტს ეს დიდებული შეხვედრა არ შეეჩერებინა.

მეორე დაპირისპირებაში სტეფანოს ციციპასი
ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდა და 6:3 6:3 4:6 4:6 6:3 იმარჯვა. ჩაგდებული ორი სეტის შემდეგ გერმანელმა თითოს თავის ჩოგბურთი იპოვა, თუმცა ბერძენმა ყველაფრის გამოსწორება და მნიშვნელოვან მომენტში მომატება შეძლო.

ამრიგად, ჯოკოვიჩისა და ციციპასის ფინალური დაპირისპირება 13 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 5 /
არ მოხსნიდნენ კომენდანტის საათს და მაგათი აჯობებდა ! დედებს მოუკუპრავდნენ ქუჩაში გამოვიდოდა ყველა DD
ზურა222
13 ივნისი 2021 00:16
0
წარმოიდგინე შუაგულ ევროპაში სადაც კანონი უზენაესია გამონაკლისი დაუშვეს და კომენდანტი მოხსნეს და ჩვენ მაკედონიასთან მოედანზე შეშვებას ვინ ჩივის, 9 საათის შემდეგ ჯარიმები დაწერეს.ბევრი რამ შეიძლება ვაპატიო ამ მთავრობას,მაგრამ ამას არასოდეს არ ვაპატიებ. ეს იყო ნამდვილი გულშემატკივარის ოცნება და ეს ოცნება მოგვპარეს რაღაც ტალღებით და კოვიდ ფერდობებით
სამწუხაროდ
12 ივნისი 2021 22:13
0
სასწაული თამაში იყო.
მეგრელი
12 ივნისი 2021 15:58
1
... მარიამ ბოლქვაძე ITF პორტუგალიის ფინალში გავიდა!!! ხვალ ფინალია!!! წარმატებები მარიამს!!!
დათო
12 ივნისი 2021 15:45
0
ძალიან არასწორიაშეფასება რომ ნადალს რკინის ნერვები აქვს - პირიქით მას ყველაზე ცუდი ფსიქიკა აქვს ამ მხროვ - საკმარისია ანგარისსში ჩამორჩებოდეს რომ ის უკვე ძალიან დაძაბულად იწყებს თამაშს რასაც შეცდომები მოყვებახოლმე განსხვავებით ჯოკოვიჩისგან რომელსაც სეტში ჩამორჩენის მერე შეუძლია უფრო მშვიდად გააგრძეწლოს თამაში და გამარჯვებამდე მიიყვანოს - თუ არ გჯერათ შედარეთ ნადალის თამაში როცა უპირატესობით მიდის რა ლაღად თამაშობს და როცა ჩამორჩება როგორ ცუდად და დაძაბული იწყებს თამაშს - ამ სამეულში ფსიქოლოგიურ მდგრადობას და რკინის ნერვებს ესეთი უპირატესობით დავალაგებდი: ჯოკოვიჩი, ფედერერი, ნადალი
NN
12 ივნისი 2021 14:47
3

სიახლეები პოპულარული