სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილი მეოთხედფინალისთვის იასპარეზებს - ტურნირი ფედერერის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
დღეს, 17 ივნისს, ჰალეს ტურნირის მერვედფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ATP-ის რეიტინგში 30-ეა, 25 წლის ფრანგ არტურ რინდერკნეჩს (კლასიფიკაციაში 119-ე) დაუპირისპირდება.

ქართველი და ფრანგი სპორტსმენები აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან. გერმანელი ჰაფმანი საკვალიფიკაციო ეტაპზე ბასილაშვილთან დამარცხდა, მაგრამ ის 1/16-ფინალში მაინც გავიდა და სწორედ რინდერკნეჩთან დათმო.

წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში სამხრეთაფრიკელ ჰარისს (წყვილში ფავორიტი) ან სლოვაკ ლუკას ლასკოს დაუპირისპირდება.

ჰალეს 500-იან ტურნირზე ორი მეოთხედფინალური წყვილი უკვე ცნობილია: რუბლევი-კოშლეიბერი, ჟირონი-აუჟერ ალიასიმი ( 20 წლის კანადელმა როჯერ ფედერერი დაამარცხა). კიდევ ერთი სავარაუდო დაპირისპირება ზვერევი-ნიშიკორი უნდა იყოს.

ბასილაშვილისა და
რინდერკნეჩის დაპირისპირება თბილისის დროით 17:30 საათზე შედგება.

altბასილაშვილმა სიმონი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა



ასევე დაგაინტერესებთ