სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილმა ჰალეში მეოთხე გამარჯვება იზეიმა!

AutoSharing Option
ჰალეს ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 455 925 ევრო) მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (30) 25 წლის ფრანგი არტურ რინდერკნეჰი (119) 6:2, 7:5 დაამარცხა, რომელსაც აქამდე არასოდეს შეხვედრია. მატჩი 1 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.

ბასილაშვილმა აქამდე ტურნირზე გერმანელები - რუდოლფ მოლეკერი და იანიკ ჰანფმანი, 36 წლის ფრანგი ჟილ სიმონი (71) დაამარცხა, 18 ივნისს, მეოთხედფინალში კი, სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისს (51) დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს სლოვაკ ლუკას ლაცკოს 6:3, 7:6 სძლია.

ბასილაშვილს ჰარისთან არასოდეს უთამაშია.

ასევე დაგაინტერესებთ