"ბასილა" არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფ რუბლევთან ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 19 ივნისს, გერმანიაში მიმდინარე ჰალეს 500 ქულიანი ტურნირის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ალექსანდრ რუბლევს შორის გაიმართა.

პირველი სეტში ნიკოლოზსს მიკრო ტრავმა აწუხებდა, რის გამოც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თამაშის სტარტი ქართველმა ჩოგბურთელმა ჩააგდო და კლასიფიკაციის მე-7 ნომერმა 6:1 იმარჯვა.

"ბასილა" მეორე სეტში მოტივირებული გამოვიდა, მე-6 გეიმში კი რუსი ჩოგბურთელის ჩაწოდება მოიგო და სეტიც თავის სასარგებლოდ 6:3 დაასრულა.

საბოლოოდ, შეხვედრა მე-3 დასკვნით სეტში გადავიდა, სადაც ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს იგებდნენ, მანამ, სანამ მე-6 გეიმი არ მოვიდა, სადაც ნიკამ მნიშვნელოვანი
მომენტი ჩააგდო და რუბლევს უპირატესობა მიანიჭა.

მე-8 გეიმში ქართველი 0:40 აგებდა, შემდეგ ზედიზედ 3 საკუთარი მოწოდება მოიგო, საბოლოოდ კი აღნიშნული გათამაშება თავის სასიკეთოდ დაასრულა.

საბოლოოდ, ATP რეიტინგის მე-7 ნომერმა მესამე სეტი 6:3 მოიგო და ჰალეს ტურნირის ფინალშიც გააღწია. მისი მეტოქე ოჟე ალისიმსა და უმბერტს შორის გაირკვევა. აღნიშნული შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
... ისტბურნში აღარ იღებს მონაწილეობას!!! ალბათ ფეხის ტრავმის გამო!!!
დათო
20 ივნისი 2021 12:06
1
შენი "ბასილა" ვინ არის?!
გია
19 ივნისი 2021 19:00
7
ტიპი სტრესის ქვეშ თამაშობს. თუ რამე მოიგო, ცოლი წილში უნდა გაიყვანოს.
ინკვიზიტორი
19 ივნისი 2021 18:06
23
... საწუხაროა ძალიან!!! მეექვსე გეიმს 40:15 იგებდა და ....!!! ყოჩაღ , ტურნირი კარგად ჩაატარა, ატპ 27 გახდა!!! 35 გრადუსი სიცხე იყო ჰალეში და ამან თავისი კორექტივები შეიტნა შეხვედრაში!!! 8 ეისი დღევანდელ შეხვედრაში!!! 21 ივნისს ისტბურნში იწყებს ტურნირს!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
19 ივნისი 2021 16:21
5
... რუბლიოვი მართალია არის რუსი, მოსკოველი, მაგრამ თითქმის მთელი ცხოვრება გატარებული აქვს ესპანეთში, ბარსელონაში!!! დღესაც იქ ცხვრობს და იქ ვარჯიშობს!!! ანუ სიცხეზე გამოწრთობილია!!! რაც შეეხება ჩვენს ქართველ ნიკას , ძირითადად ბაზირებულია გერმანიაში და იქ კლიმატი უფრო მკაცრია!, ფაქტიურად ვარჯიშობს დარბაზში!! სოსო, პირველი ჩაწოდება არის მოსამატებელი და ყველაფერი რიგზე იქნება!!! ამის გარეშე ნიკას უწევს დიდი ენერგიის ჩადება თითოეული გეიმის მოსაგებად!!! დღევანდელ შეხვედრაში, 2:3-ზე, მეექვსე გეიმში 40:15 იგებდა, მაგრამ კარგი პირველის გარეშე ეს გეიმი წააგო და გახდა 2:4!!! ერთი ეისი რომ გასულიყო ყვეაფერი სხვაგვარად იქნებოდა!!! წარმატება ნიკას ისტბურნში!!!
დათო
19 ივნისი 2021 19:28
6
სიცხე მარტო ბასილაშვილისთვის იყო?
მდა
19 ივნისი 2021 19:02
21
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული