მარი ფედერერთან ერთად ვარჯიშობს, ბასილაშვილთან მატჩს მოუთმნელად ელის და ამ შეხვედრის შესახებ საუბრობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი გულშემატკივარისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ უიმბლდონის პირველ წრეში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლეგენდარულ ბრიტანელ ენდი მარის დაუპირისპირდება.

ტურნირის ორგზის ჩემპიონი ჩვენებურთან მატჩისთვის სრული სერიოზულობით ემზადება და თანაც პარტნიორად ჩოგბურთის მეფე, როჯერ ფედერერი ჰყავს.

მათ გუშინ ერთად ივარჯიშეს, წვრთნა საკმაოდ ნაყოფიერიც გამოდგა, რადგან ჩოგბურთელები კორტზე 11 გეიმის განმავლობაში იდგნენ და ბოლომდე იხარჯებოდნენ.

ამ ორი ვეტერანისა და დიდი ჩოგბურთელის დაბრუნებას უიმბლდონის კორტებზე ყველა მოუთმენლად ელის, რასაც ბრიტანული პრესა არც მალავს.

მათი წამყვანი გამოცემები მარის კომენტარებითა და მისი დაბრუნების ამბითაა აჭრელებული.

მოკლედ, შოტლანდიელს, 2017 წლის შემდეგ (ერთი წელი ტურნირი არ ჩატარებულა), უიმბლდონზე აღარ უასპარეზია და ახლა ბასილაშვილთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.

მარიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ბასილაშვილთან საკმაოდ რთულ მატჩს ელის, თუმცა ფიქრობს, რომ ეს მისი კარიერის დასასრული არ იქნება.

ენდის თქმით, 34 წლის ასაკისა და ვეტერანობის მიუხედავად, თავს შესანიშნავად გრძნობს და ჯერ-ჯერობით კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს.

ბრიტანული პრესა კი უკვე საკმაოდ შორს წავიდა და ჩათვალა, რომ მათი საყვარელი ჩოგბურთელი უკვე მე-3 წრეშია და იქ კანადელ დენის შაპოვალოვს შეხვდება და უკვე იმ შეხვედრის შანსებზე საუბრობენ.

ვნახოთ, ნიკას რაც უფრო არ დააფასებენ ეს ჩვენთვის უფრო კარგია, რადგან ბასილაშვილი მაღალი დონის ჩოგბურთელია და მას ეს ტოპ სპორტსმენებთან არაერთხელ დაუმტკიცებია.

სავარაუდოდ, მატჩი 28 ივნისს გაიმართება (ზუსტ დროს ხვალ იქნება ცნობილი).

მკითხველის კომენტარები / 1 /
... მთელი მსოფლიო უყურებს ამ შეხვედრას და აბა შენ იცი როგორ გაგვახარებ!!! ეს გამარჯვება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შენს საჩოგბურთო ცხოვრებაში!!! ფედერერი, დელ-პოტრო, მარი.... კარგი კოლეწციაა!!! პლუს კარგ ბადეში ხარ განთესილი და რამდენიმე წრის გავლას თავისუფლად შეძლებ!!! წარმატებები !!!
დათო
17:02 27-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული