დაიცავს ტიტულს ჯოკოვიჩი? სერბი ჩოგბურთელი უიმბლდონის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 9 ივლისს, დიდ ბრიტანეთში გამართულ უიმბლდონის ტურნირზე ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

იტალიელი მატეო ბერეტინი (9) პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს (18) დაუპისპირდა და 3:1 დაამარცხა.

მატეომ პირველი ორი სეტი 6:3 6:0 იმარჯვა, იტალიელი კორტზე დაფრინავდა და კითხვის ნიშნებსაც კი არ ტოვებდა, მესამე სეტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, ჩოგბურთელებმა ტაიბრეიკამდე მიაღწიეს, სადაც პოლონელმა სპორტსმენმა 7:3 იმარჯვა და ჩამორჩენა შეამცირა.

მეოთხე სეტში კი კლასიფიკაციის მე-9 ნომერმა მეტოქის მოწოდება მოიგო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, ბერეტინიმ 6:4 იმარჯვა და პირველი იტალიელი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც უიმბლდონის ფინალში გააღწია.

Video
Sportall.Ge
ბერეტინი - ჰურკაჩი 6:3 6:0 6:7 6:4

მეორე შეხვედრა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა (1) და კანადელ დენის შაპოვალოვს (12) შორის გაიმართა.

კანადელმა ახალგაზრდამ ნოვაკს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მეტიც ბევრ მომეტში აჯობა კიდეც, თუმცა გამოცდილებამ და სათამაშო კლასმა მაინც თავისი გავლენა იქონია.

პირველი სეტი ჯოკოვიჩმა 7:6 (7:3) იმარჯვა, აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მე-12 ნომერი 5:4-ს იგებდა, როდეასც საკუთარი მოწოდება დათმო და ვერ შეძლო პირველი სეტის სათავისოდ დასრულება, მეორე სეტიც დრამატული გამოდგა, სერბმა დიდოსტატმა დენისი 6:5-ზე დააბრეიკა და მეორე სეტიც აქტივში ჩაიწერა, ზუსტად იმავე სცენარით წარიმართა მესამე სეტი და ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალში გავიდა.


ფინალი 11 ივლისს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიამართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული