სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილი ჰამბურგის მეოთხედფინალში უთამაშებლად გავიდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ევროპის ღია გათამაშების ტურნირზე პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთვება. ამის მიზეზი ისაა, რომ მერვედფინალში მისი მეტოქე, არგენტინელი სებასტიან ბაეზი კოვიდ-19-ითაა ინფიცირებული.

ნიკოლოზი პირველ წრეში ისვენებდა. ნახევარფინალში გასასვლელად მისი მოწინააღმდეგე ბრაზილიელ ტიაგო სეიბოტ ვაილდსა და სერბ ლასლო ჯერეს შორის გაირკვევა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი ამ ტურნირის 2-გზის (2018 და 2019 წლებში) გამარჯვებულია, მიმდინარე გათამაშებაში კი მე-3 ნომრადაა წარდგენილი.

მომზადებულია tennisactu-ს მიხედვით

altბასილაშვილი ყველაზე წარმატებულ ტურნირს არგენტინელით იწყებს [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ