ბასილაშვილი ჰამბურგში უშანსოდ დამარცხდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირზე, რომელსაც წელს ევროპის ღია გათამაშება ეწოდება, მეოთხედფინალში სერბ ლასლო ჯერესთან ორ სეტში უშანსოდ - 2:6, 2:6 დამარცხდა.

ნიკოლოზისთვის ეს მიმდინარე ტურნირზე პირველი შეხვედრა იყო - საწყის ეტაპზე ისვენებდა, მერვედფინალში კი მეტოქე, არგენტინელი ბაეზი, კორონავირუსის გამო ვერ დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი ამ ტურნირის 2-გზის (2018 და 2019 წლებში) გამარჯვებულია.

ქართველი ჩოგბურთელი მალე ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაში ჩაებმება, სადაც 24 ივლისს პირველი წრის შეხვედრას გამართავს.

altბასილაშვილი ჰამბურგის მეოთხედფინალში უთამაშებლად გავიდა

altბასილაშვილი ყველაზე წარმატებულ ტურნირს არგენტინელით იწყებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
… ასისინდა ,,კამანდა”!!! ხუთი ატპ ვინ მოიგო , ხომ არ იცით???!!! და კიდევ რამდენს მოიგებს დაითვალეთ!!! სისინი მავნებელია!!!
დათო
10:27 17-07-2021
1
АТР -16-ს,
… მადლობა !!! ძალიან სასიამოვნოა თქვენი ასეთი ყურადღება ჩემს მიმართ!!!გერმანიაში უკვე ორი წელია აღარ ჩავდივარ!!! ღვთის წყალობით ნორმალურად ვგრძნობ თავს!!! მადლობა კიდევ ერთხელ!!! ნიკოლოზს ძალიან ვაფასებ, ის არის ღირსეული ქართველი,რომელმაც თავისი შრომით და ოჯახის მცირე მატერიალური დახმარებით შეძლო და დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში !!! ხუთი ატპ ტურნირი მოიგო , საქართველო გააცნო მილიონობით ადამიანს!!! ატპ-ში ყველა პატივს სცემს!!! წესიერი ადამიანი, ალალი და პატიოსანი ოჯახის შვილი!!! როდესაც ნიკას და მის ძმას , თენგოს ვუსმენ, ვრწმუნდები , რომ საქართველოში კიდევ არიან დარჩენილი წესიერი ქართველები!!! ნიკა კარგად აღზრდილი ახალგაზრდაა, არ ვიცი შემჩნეული გაქვთ თუ არა, თამაშის დროს , გეიმებს შორის როდესაც მხარეებს ცვლიან მოთამაშეები, ყოველთვის უთმობს მსაჯის კოშკურასთან, მოწინააღმეგეს, რომ მან პირველმა გაიაროს!!! მაგრამ პირად ოჯახურ ცხოვრებაში არ გაუმართლა, შეხვდა ადამიანს, რომლისთვისაც ქართული ადათ-წესები, ოჯახური ფასეულობები მეათასე ხარისხოვანია ,მისთვის მთავარია ფინანსური კეთილდღეობა, ოფლით და ვარჯიშით -შრომით ნაშოვნი ფულის ფლანგვა!!! ნიკოლოზს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ამის ატანა ალბათ მართლაც შეუძლებელი იყო!!! ხომ კითხულობთ კომენტარებს, არის ოთხი- ხუთი ადამიანი ,, მოსისინე კამანდა” ( ნელი და მისი დაქალები) ინტელექტით პლინტუსს ქვემოთ ,ცდილობენ ნიკას მიაყენონ შეურაცხყოფა!!! ამ დროს ნიკა გადაყოლილი იყო მათზე, ექს- მეუღლის ძმა, რომელიც ონკო დაავადებით იყო დაავადებული, ნიკამ წაიყვანა გერმანიაში და იქ გადაარჩინა!!! ნიკას უამრავ ადამიანს უყვარს და აფასებს!!! მე პირადად სადაც შემეძლება , ყოველთვის მის გვერდით ვიქნები!!! ღმერთი მაღალია, ყველაფერს ხედავს და ყველას დამსახურების მიხედვით მიუზღავს!!
დათო
11:46 19-07-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული