სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილი ჰამბურგში უშანსოდ დამარცხდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირზე, რომელსაც წელს ევროპის ღია გათამაშება ეწოდება, მეოთხედფინალში სერბ ლასლო ჯერესთან ორ სეტში უშანსოდ - 2:6, 2:6 დამარცხდა.

ნიკოლოზისთვის ეს მიმდინარე ტურნირზე პირველი შეხვედრა იყო - საწყის ეტაპზე ისვენებდა, მერვედფინალში კი მეტოქე, არგენტინელი ბაეზი, კორონავირუსის გამო ვერ დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი ამ ტურნირის 2-გზის (2018 და 2019 წლებში) გამარჯვებულია.

ქართველი ჩოგბურთელი მალე ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაში ჩაებმება, სადაც 24 ივლისს პირველი წრის შეხვედრას გამართავს.

altბასილაშვილი ჰამბურგის მეოთხედფინალში უთამაშებლად გავიდა

altბასილაშვილი ყველაზე წარმატებულ ტურნირს არგენტინელით იწყებს [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ