ოლიმპიადაზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი (42) ოლიმპიადაზე ასპარეზობას ესპანელ რობერტო კარლეს ბაესთან (90) დაპირისპირებით დაიწყებს, გამარჯვების შემთხვევაში კი მისი მეტოქე ტაროს დანიელსა (110) და ლორენცო სონეგოს (26) შორის გამარჯვებული იქნება.

თუ ნიკოლოზი პირველ ბარიერს გადალახავს, მეორე წრეში უკვე გამოცდილი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მოუწევს კორტზე გასვლა.

ბასილაშვილი ოლიმპიადაზე გამოსვლას 24 ივლისს, თბილისის დროით 06:00 საათზე იწყებს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას კი გადალახავს მარა სონეგოსთან ნიკას კი არა ათეულის წევრებს უჭირთ
წარმატებები ნიკოლოზ!!!
22 ივლისი 2021 14:11
2
… გუშინ ,გშტაადში მიმდინარე ტურნირზე, დენის შაპოვალოვმა , რეიტინგით მეათე ჩოგანმა , სამ სეტში წააგო რეიტინგით 249–ე ჩეხ კოპრივასთან!!! ალბათ სონეგო იქნება ნიკას მეტოქე, მაგრამ დღეს ჩოგბურთში სიურპრიზსაც უნდა ველოდოთ!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
23 ივლისი 2021 10:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული